საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც მოახლოვებული თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე ისაუბრა.
მიხეილ ქავთარაძეს განცხადებით, გიგი უგულავა თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს , თუმცა მას საკრებულოს დეპუტატად კენჭის ყრა აქვს დაგეგმილი.
,,მოგეხსენებათ, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისისა და მასში მონაწილე სუბიექტების მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავა სამომავლოდ პოლიტიკური იმუნიტეტის მიღების მიზნით საკრებულოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით გამოტანილი განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, უგულავა აღნიშნულ პროცესს პოლიტიკურ დევნად შერაცხავს’’,–განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.
მისივე ინფორმაციით, გიგი უგულავა თბილისის მერიის თანამშრომელზე ზეწოლას ახორციელებს, რადგან სწორედ დელეგატთა რაოდენობა წყვეტს, თუ ვინ იქნება თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
,,ამიტომ მივმართავ მერიის სტრუქტურებში მომუშავე პირებს, ზეწოლის შემთხვევაში მოგვმართონ და საკრებულო თითოეული მათგანის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს’’,–აღნიშნა დეპუტატმა.
21.02.14