საქართველო პრემიერისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრა არის ხაზგასმა, რომ ამერიკა მტკიცედ და ნათლად გამოხატავას მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის , სუვერენეტიტესა და დამოუკიდებლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრა საქართველოსთვის იმედის მომცემი და მნიშვნელოვანია.
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა შეხვედრას საქრათველოს დელეგაციასთან და პრემიერ-მინისტრთან. ეს არის ხაზგასმა კიდევ ერთხელ იმისა, რომ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის რეგიონში, ამერიკა მტკიცედ და ნათლად გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, ეს არის დიდი იმედის მომცემი და ამავე დროს მნიშვნელოვანი შეხვედრა”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
25.02.14