• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
სამშაბათი, აგვისტო 9, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
რა სიახლეებს სთავაზობენ უნივესიტეტები აბიტურიენტებს

რა სიახლეებს სთავაზობენ უნივესიტეტები აბიტურიენტებს

2014/02/26
in ექსკლუზივი
3 0
2
SHARES
34
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, აბიტურიენტებს უკვე არჩეული აქვთ სასურველი პროფესია, თუმცა ძალიან ბევრს არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელოს  სწავლა. ,,თბილისი თაიმსი“ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სიახლეებით. გაირკვა, რომ მიმდინარე წელს უმაღლესი სასწავლებლები აბიტურიენტებს მრავალ სიახლეს სთავაზობენ.

რამდენი პირველკურსელის მიღებას გეგმავთ წელს?

unnamed (2)ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, 2014-2015 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 201 საგანმანათლებლო პროგრამაზე 3945 პირველკურსელს მიიღებს. აქედან 1225 სტუდენტს სახელმწიფო სრულად  აფინანსებს. ესენია ფილოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, ფილოსოფიის, განათლების, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და ეკონომიკის მიმართულებები. 75 სტუდენტს მიიღებს თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (კინო-ტელერეჟისურა, ტანსაცმლის დიზაინი და კბილის სატექნიკო საქმე).“

unnamedსაქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი: ,,უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 სკოლა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის; სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის – სადაც სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლობს 1200-ზე მეტი სტუდენტი. მიმდინარე წელს სწავლების სამივე საფეხურზე 800-ზე მეტი სტუდენტის მიღებას ვგეგმავთ.”

tavisufali universitetiiiiiiiiთავისუფალი უნივერსიტეტი: ,,თავისუფალი უნივერსიტეტი წელს მიიღებს 430 პირველკურსელს.“

 

kavkasiisკავკასიის უნივერსიტეტი: ,,წელს კავკასიის უნივერსიტეტს საბაკალავრო პროგრამებისთვის გამოცხადებული აქვს 990 ადგილი.“

 

ilias-saxelmwipo-universiteti10ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,2014-2015 სასწავლო წლისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის საფეხურზე გეგმავს 3600 პირველკურსელის მიღებას.”

 

unnamedაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, 2014-2015 სასწავლო წლისათვის დაგეგმილია 2800 სტუდენტის მიღება.“

 

soxumis universitetiსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27 აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამაზე დაგეგმილია 570 სტუდენტის მიღება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს აგრეთვე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს აფხაზური, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მოქალაქეებისთვის. ამ პროგრამისთვის უნივერსიტეტს გამოყოფილი აქვს 62 ადგილი.“

c085თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი: ,,თბილისის  ღია სასწავლო უნივერსიტეტი 470 პირველკურსელის მიღებას გეგმავს. გასულ წელს ჩვენს უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების შედეგად სხვადასხვა სპეციალობაზე 654 პირველკურსელი, ხოლო უცხოეთიდან 130 სტუდენტი ჩაირიცხა.”

 რომელ ფაკულტეტებზე ვარაუდობთ სტუდენტების დიდ ნაკადს?

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვის დიდი ინტერესი იყო ყველა ფაკულტეტის მიმართ, შესაბამისად, თსუ-ს სტუდენტი ხდება ის ახალგაზრდა, რომელიც საუკეთესო ცოდნას და უნარებს ავლენს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.“

საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული საერო უნივერსიტეტი: ,, განსაკუთრებით ბევრ სტუდენტს ველოდებით სამართალმცოდნეობის, ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობისა და რეგიონმცოდნეობის, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობებზე.”

თავისუფალი უნივერსიტეტი: ,,ჩვენთან, მოგეხსენებათ,კონკურსში გამარჯვებულები ირიცხებიან. მსურველთა ყველაზე  დიდი ნაკადი ბიზნესის სკოლაში ცდილობს ჩაბარებას, ასევე, დიდი  კონკურსებია სხვა სკოლებშიც.“

კავკასიის უნივერსიტეტი: „შარშან უჩვეულოდ დიდი ნაკადი მივიღეთ კავკასიის მედიის სკოლაში; ასევე სამართლისა და სახელმწიფო მართვის სკოლაში. იმედი გვაქვს, რომ წელსაც ასეთივე მაჩვენებელი გვექნება. ასევე, ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს ტურიზმის სკოლასთან დაკავშირებით, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოდ, რომ მოთხოვნა ამ სკოლაზე გაიზრდება – კერძოდ კი, ტურიზმის სკოლის ბათუმის ფილიალში სწავლა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადეთ და 100% საგრანტო თანხას გავუთანაბრეთ – 2250 ლარს; ბათუმელ ახალგაზრდებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში საკუთარ ქალაქში. წელს ველოდებით განსაკუთრებით დიდ ნაკადს ჰუმანიტარუ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში – ამის თქმის საფუძველს იძლევა განახლებული სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ევროპისმცოდნეობის  პროგრამები; რაც შეეხება ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სკოლებს –  ეს ფაკულტეტები მუდმივად ინარჩუნებს სტაბილურობას ამ კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,წინა წლების შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტების დიდ ნაკადი მოსალოდნელია ბიზნესის სკოლასა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. 2013-2014 სასწავლო წლის მონაცემების მიხედვით, მოთხოვნა მაღალი იყო სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზეც.

2014-2015 სასწავლო წლისათვის უნივერსიტეტი ყველაზე მეტი სტუდენტის მიღებას გეგმავს ბიზნესის სკოლის (1500 ვაკანტური ადგილი) და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (1400 ვაკანტური ადგილი) საბაკალავრო პროგრამებზე.”

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,ტრადიციულად სტუდენტთა დიდ ნაკადს ველოდებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა, პედაგოგიურ და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე.“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად სტუდენტების დიდი ნაკადის მოსვლა მოსალოდნელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლებისა და იურიდიულ  ფაკულტეტებზე, თუმცა თუ ვიმსჯელებთ წინა წლების მონაცემებით, სავარაუდოდ აბიტურიენტების რიცხვი საკმაოდ მაღალი იქნება აგრეთვე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე.

სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში 2013 წელს აბიტურიენტთა დაინტერესება დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო მიმართულების ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა ქიმია და ბიოლოგია. ასევე სახელმწიფოს მხრიდან სრულად დაფინანსდა: ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია და ეკონომიკა.

სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის შემდგომი განხორციელების შემთხვევაში დაგეგმილია სრულად დაფინანსებული ვაკანტური ადგილების გამოყოფა მათემატიკისა და ფიზიკის საბაკალავრო პროგრამებზე, რაც სავარაუდოდ გაზრდის აღნიშნულ სპეციალობებზე ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობას.“

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი: ,, თბილისის ღია უნივერსიტეტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის 2013 წელს მეორე ადგილზეა ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით. სამართალი, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები- სტუდენტების ყველაზე დიდი ნაკადი, სწორედ, ამ  პროგრამებზე მოდის.”

 რა სიახლეებს სთავაზობთ მათ, რატომ უნდა მიანიჭონ უპირატესობა თქვენს უნივერსიტეტს?

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო და სასწავლო კონკურსების შედეგებით, ბოლო წლებში უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს. უნივერსიტეტი ლიდერია აბიტურიენტთა მიერ მასზე შეჩერებული არჩევანითაც. 2013 წლის სტატისტიკა ამ ტენდენციას ადასტურებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოსა და კავკასიაში, სამეცნიერო-სასწავლო პროცესის დიდი ტრადიციით; დღეს ჩვენი მიზანი 21-ე საუკუნის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგიონში ლიდერის სტატუსის მყარად დამკვიდრებაა;

უნდა აღინიშნოს, რომ თსუ დღესაც  ლიდერია თანამედროვე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის – საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო თუ სტუდენტურ კონკურსებში მოპოვებული გამარჯვებებით; ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების უმეტესობაც არჩევანს კვლავ თსუ-ზე აკეთებს;

უნივერსიტეტი დაარსების დღიდან გამორჩეულია თავისი პროფესურით – სხვადასხვა სფეროს საუკეთესო პროფესიონალებს, მეცნიერებს თუ პრაქტიკოსებს, ყოველთვის პატივად მიაჩნდათ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; ეს ტრადიცია გრძელდება დღესაც;

თსუ-ს აქვს უნიკალური საბიბლიოთეკო ბაზა.  მას ყოველწლიურად ემატება ახალი სახელმძღვანელოები – მხოლოდ 2013 წლის შემოდგომაზე შევძელით შეგვეძინა 521 დასახელების 1305 სახელმძღვანელო და დავიწყეთ ბიბლიოთეკის ციფრულ მატარებლებზე გადატანის პროექტის დამუშავება;  ბიბლიოთეკას ასევე აქვს წვდომა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო რესურსებზე;

უნივერსიტეტის სტუდენტებს ემსახურება ათობით საბიბლიოთეკო დარბაზი, კომპიუტერული რესურს-ცენტრი ყველა კორპუსში, სასწავლო ლაბორატორიები, ტელე და რადიო სტუდია, იმიტირებული სასამართლოს თანამედროვე სტანდარტიით მოწყობილი სასწავლო დარბაზი (ერთადერთი საქართველოში) და ა.შ.

სტუდენტებს საშუალება აქვთ გამოავლინონ მეცნიერული უნარები – ჩაერთონ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში, მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, რომელთა რიცხვს 2014 წლის გაზაფხულიდან კიდევ ორი ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი შეემატება; მათ საშუალება აქვთ გამოუშვან სტუდენტური სასწავლო თუ სამეცნიერო ჟურნალები და გაზეთები; მიიღონ მონაწილეობა არქეოლოგების, ეთნოლოგების, გეოგრაფების ექსპედიციებში; ცნობილ მედიკოსებთან ერთად გაიარონ სამედიცინო პრაქტიკა; გაიღრმავონ ცოდნა ფიზიკისა და ქიმიის თანამედროვე ლაბორატორიებში; 2014 წლის გაზაფხულიდან ამ ლაბორატორიებს ორი ახალი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია დაემატება;  უნივერსიტეტი ასევე იქნება პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, სადაც წელს პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი ამოქმედდება;

ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროექტებში, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება; სურვილის შემთხვევაში მიიღონ ორმაგი მაგისტრის ხარისხი ზოგიერთ სპეციალობაში, ისწავლონ ინგლისურ ენაზე, გაიღრმავონ ცოდნა ენის ცენტრებში, რაც მათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გაუადვილებს;

უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება თავიანთი ნიჭი და უნარები, სწავლისა და მეცნიერების გარდა, გამოავლინონ სპორტსა და კულტურაში. ფუტსალისა და კალათბურთის, მშვილდოსნობისა თუ ძალოსნობის, ალპინიზმისა და სხვა სპორტის მიმდევრებს, აქ შეუძლიათ ახალი გუნდი და განვითარების ახალი შესაძლებლობები იპოვონ; ქალთა ანსამბლი „გორდელა“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „უნივერსიტეტი“, „თსუ-არტი“, თეატრი „სხვენზე“ – ეს უნივერსიტეტის კულტურული ღონისძიებების მთავარ მონაწილეთა მხოლოდ ნაწილია, რომელთა განვითარებასაც თსუ მხარს უჭერს;

თსუ სტუდენტებისთვის ასევე ხორციელდება არაერთი პროექტი და კონკურსი, რომელიც მათი შემოქმედებითი უნარების მხარდაჭერისა და წახალისების საშუალებას იძლევა.

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლასა და მოღვაწეობას გააჩნია დღეს. ჩვენი მიზანი ამ უპირატესობების გაზრდაა. იმედი გვაქვს ამ საქმეში წელსაც საუკეთესო ახალგაზრდები – თსუ-ს მომავალი სტუდენტები შემოგვიერთდებიან.”

 საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული საერო უნივერსიტეტი: ,,უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები შედგენილია სახელმწიფო სტანდარტების სრული დაცვით. ამავე დროს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ უფრო სრულად გაიაზრონ ჩვენი ეროვნული ღირებულებების სიდიადე და ცხოველი კავშირი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან. 2013/2014 წლებში უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამებმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური რანჟირების ყოველწლიურ რეიტინგებში ჩვენი უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის მესამე ადგილზე დაწინაურდა. უნივერსიტეტში მოღვაწეობენ გამოცდილი მეცნიერები, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს თავიანთი დარგის განვითარებაში.”

 თავისუფალი უნივერსიტეტი: ,, უნივერსიტეტში სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ცოდნის ფონდის: თანადაფინანსების საგრანტო სისტემა, გარდამავალი დაფინანსება, გარდამავალი დაფინანსება არათბილისელთათვის. ცოდნის ფონდის თანადაფინანსების (საგრანტო) სისტემა – ყოველწლიურად გადასახდელი თანხა 2 900 ლარით მცირდება.

თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე, მიიღებ ცოდნის ფონდის 11 600 ლარიან  სასწავლო გრანტს, რომელიც  ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 2 900 ლარით შეამცირებს. დარჩენილ თანხას გადაიხდი სტანდარტულად.

სასწავლო გრანტი ჩვენთან სწავლისთვის: „საუკეთესო – საუკეთესოებს“,ჩვენ საუკეთესო აბიტურიენტებს ვაჯილდოებთ სასწავლო გრანტებით. საგრანტო ფონდი ყოველწლიურად იზრდება.საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი. 2008 წლიდან დღემდე სასწავლო გრანტი გადაეცა 60 სტუდენტს, ხოლო ჯამურმა თანხამ შეადგინა 500 000 ლარი.თუ: იქნები პირველი შენს საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;გაიმარჯვებ მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადებში და გახდები ჩვენი სტუდენტი;აგირჩევენ შენი ჯგუფელები პირველი სემესტრის შემდგომ (სტუდენტური არჩევანი) მაშინ, მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს.

ფიზიკის სკოლის სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა. დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ: ხარ ფიზიკის ან მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო ათეულში ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე.

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა თანადაფინანსების სისტემის არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტს საშუალება გექნება შენ მიერ პირველ სასწავლო წელს გადასახდელი თანხა გადაიხადო მომდევნო სასწავლო წლებში (სწავლის დასრულებამდე).

დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ: ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი); ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე.

გარდამავალი დაფინანსება: „ისწავლე დღეს − ასწავლე ხვალ”-თუ აირჩევ გარდამავალ დაფინანსებას, შეგეძლება ბაკალავრიატზე სწავლის დროს (4 წლის განმავლობაში) არ გადაიხადო სწავლის საფასური და შემდეგ კი 4 წლის მანძილზე დააფინანსო მომავალი თაობის სტუდენტების სწავლა.გარდამავალი დაფინანსების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება.2010 წლიდან გარდამავალი დაფინანსებით უკვე სარგებლობს 423 სტუდენტი.

გარდამავალი დაფინანსების დამატებითი კომპონენტი არათბილისელთათვის (სიახლე!).თუ აირჩევ გადამავალ დაფინინსებას და ამასთან: გაქვს 100%–იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი,ხარ საქართველოს რეგიონიდან და არ გაქვს თბილისში ცხოვრების საშუალება,თანახმა ხარ ჩაერთო უნივერსიტეტის საქმიანობაში – აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან კვლევით სამუშაოებში (კვირაში მხოლოდ 5 საათი).მაშინ, 4 წლის განმავლობაში (წელიწადში 10 თვე), ცოდნის ფონდისგან მიიღებ დამატებით 200 ლარს თვეში,*რომლის საშუალებითაც, სწავლის პერიოდში, თბილისში ცხოვრებას შეძლებ.ცოდნის ფონდი დამატებით (თვეში 200 ლარიან) დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტის სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ამ კომპონენტის სარგებლობის შემთხვევაშიც მოქმედებს გარდამავალი დაფინანსების პრინციპი – სწავლის დასრულების შემდეგ, 4 წლის მანძილზე დააფინანსებ მომავალი თაობის არათბილისელი სტუდენტების თბილისში ცხოვრებასაც.

სტუდენტური სესხები-მხოლოდ ჩვენს სტუდენტებს ჩვენი პარტნიორი თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი სთავაზობენ სტუდენტურ სესხებს საუკეთესო პირობებით.

კავკასიის უნივერსიტეტი: ,,ყველაზე მთავარი სიახლე ჩვენი განახლებული პროგრამებია. ჩვენ მუდმივად ვაახლებთ ჩვენს პროგრამებს, რათა შესაბამისობაში ვიყოთ თანამედროვე მოთხოვნებთან; სწორედ ამიტომაც, კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი სწავლის მაღალი ხარისხია. გარდა ამისა, გაფართოვდა ჩვენი დასაქმებისა და კურსდამთავრებულთა სამსახური, რომლის წვლილია სწორედ დასაქმების საკმაოდ მაღალი სტატისტიკა.  ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია აბიტურიენტებისთვის ჩააბარონ ჩვენთან. ასევე ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური გაცვლითი პროგრამები – 70 ქვეყნის 90 უნივერსიტეტთან; ჩვენს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისრაგებლონ განსაკუთრებული შეღავათებით და ისე ისწავლონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა, შეღავათები – გადასახადშია. 100%, 50%, 30% შეღავათები საუკეთესო სტუდენტებს – ყველა ფაკულტეტზე, სახელმწიფო გრანტის გარდა. ასევე, ჩვენთან მოხვედრილი პირველი 40 საუკეთესო სტუდენტი ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლის. ასე, რომ კავკასიის უნივერსიტეტის კარი ღიაა იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ირჩევს საუკეთესო მომავალს.“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,,საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაშიც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  იყო პირველი, სადაც დაინერგა ლიბერალური განათლების სისტემა საქართველოში. ჩვენთან სტუდენტს აქვს საშუალება, თავისთვის მოქნილი სასწავლო პროგრამა შეიმუშავოს, ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა წამყვან მეცნიერებთან, პირველი ნაბიჯებიდანვე აითვისოს კვლევისათვის საჭირო ცოდნა და ჩვევები, შეისწავლოს უცხო ენები ან გააღრმავოს მათი ცოდნა. უნივერსიტეტი იძლევა ზოგადი განათლებისა და სპეციალობის ჩარღმავებული ცოდნის ოპტიმალურ ნაზავს.“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს თავის მრავალწლიან ისტორიასა და ტრადიციებს. მოგეხსენებათ, ამჟამად, უნივერსიტეტი ფუნქციონირებს თბილისში და გააჩნია საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შესაბამისი აუცილებელი მატერიალური რესურსი, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კვლევითი ინსტიტუტები.

უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს წარმართავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი. სასწავლო პროცესში ჩართული არიან აგრეთვე, საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების წამყვანი მეცნიერები.

სტუდენტებისთვის შექმნილია საინტერესო საუნივერსიტეტო გარემო. რეგულარულად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, შიდასაუნივერსიტეტო ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ჩამოყალიბებულია ქორეოგრაფიული,  ვოკალური და ქართულ-ხალხურ საკრავთა ანსამბლები და სხვ.

უნივერსიტეტი ჩართულია  ევროკომისიის  საგრანტო პროექტში „Erasmus Mundus“, რაც ითვალისწინებს  სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების დაფინანსებას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ამ  პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი ჩართულია შემდეგ კონსორციუმში – EMINENCE  I, II ,   IANUS  II,  TEMPUS IV,  TEMPUS V .“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ,, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე უნივერსიტეტის ცხოვრებაში არის სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების დაწყება.

საწყის ეტაპზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სათანადო ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის ფარგლებში, გაკეთდა Microsoft-ის პროდუქტების სრული ლიცენზირება. უნივერსიტეტი პირველია საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის, ვინც სრულად გადავიდა ლეგალურ პლატფორმაზე.

„დესკტოპ აპლიკაციებთან“ ერთად უნივერსიტეტმა დანერგა სერვერული პროდუქტებიც. მათ შორის არის ინტერნეტ კონფერენციის გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა თანამშრომელს უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან,ჩაატარონ ონლაინ კონფერენციები კოლეგებთან და სტუდენტებთან, რაც თავის მხივ დისტანციური განათლების ნაწილია. ლექტორებს შეეძლებათ სტუდენტები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ჩართონ ინტერნეტის საშუალებით.

მთელი უნივერსიტეტისთვის ინერგება Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის სერვისი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიას. მისი საშუალებით ყველა თანამშრომელს და სტუდენტს შეეძლება გამოიყენოს ელფოსტის, კალენდრის და ფაილების გაზიარების ფუნქციონალი პირდაპირ Microsoft-ის ე.წ. „ქლაუდ“ სერვერებიდან.

შემდგომი მძლავრი ნაბიჯები გადაიდგა უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელისა და სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.

ინფრასტუქტურის ეფექტური მართვის გადაწყვეტა, რომელიც ნაწილია Microsoft-ის შეთავაზების, საშუალებას აძლევს უნივერსიტეტს ყველა კომპიუტერის ტექნიკური მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით განახორციელოს; ეს გადაწყვეტა საშუალებას იძლევა ავტომატური განახლებები, ანტივირუსი, პროგრამების დისტრიბუცია და სხვა უამრავი პროცესი, რაც აუცილებელია კომპიუტერების გაუმართაობის უმოკლეს დროში აღმოფხვრისთვის ცენტრალიზებულად განახორციელოს.

ლეგალური „სოფტი“ საგრძნობლად ამაღლებს IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონეს. უნივერსიტეტი პროგრამებს პირდაპირ Microsoft-ისგან იღებს, საწინააღმდეგოდ იმ პრაქტიკისა, რაც საქართვველოში მეტად გავრცელებულია – ჰაკერების მიერ კოდშეცვლილი და დიდი ალბათობით დავირუსებული სოფტის ჩამოტვირთვა პირატული საიტებიდან, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უშუალოდ ორგანიზაციის, ასევე ქვეყნის ინტერნეტ უსაფრთხოებას.

კვლავ აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას აწსუ „უწყვეტი განათლების ცენტრი“ და  „უცხო ენების სწავლების ცენტრი“.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში „უწყვეტი განათლების ცენტრში“ გადამზადდა აწსუ 160-მდე თანამშრომელი, 150-ზე მეტი სტუდენტი და 550-მდე გარე მომხმარებელი. ცენტრი, მიმდინარე ეტაპზე ავითარებს 40-მდე ტრენინგ მოდულსა და პროგრამას.

რაც შეეხება „უცხო ენების სწავლების ცენტრს“, გადამზადებულ მსმენელთა ოდენობა შეადგენს 250-ზე მეტს (მ.შ. 70-მდე აწსუ თანამშრომელია).

უნივერსიტეტი კვლავ მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირებას და სტუდენტების სწავლებას უცხოეთში. ამასთან, ასეთი თანამშრომლების რიცხვი, დინამიურად იზრდება, უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაფართოების პარალელურად.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იზრდება არამარტო წამსვლელი, არამედ ჩამომსვლელი პროფესორების ოდენობა. დაფინასების ძირითადი წყაროებია: Erasmus-ის პროექტი, Tempus-ის პროექტი, აშშ-ს საელჩო, თურქეთის საელჩო, ეგვიპტის საელჩო, რუსთაველის ფონდი, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტები (მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე) და სხვა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძირითადად გამოდის თანა-დამფინანსებლის როლში.

მზარდი ტენდენციაა სტუდენტთა საერთაშორისო მივლინების კუთხითაც – იზრდება, როგორც საზღვარგარეთ წამსვლელ სტუდენტთა, ისე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუდენტთა ოდენობა.

აღნიშნულზე დადებითად მოქმედებს საერთაშორისო კონტაქტების გაფართოება, შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების რაოდენობის ზრდა და უნივერსიტეტის მზარდი საერთაშორისო ავტორიტეტი. დაფინანსება ძირითადად ხორციელდება დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების ხელშეწყობით.

კვლავ გაგრძელდა რეფორმები აწსუ ბიბლიოთეკაში. კერძოდ: ბიბლიოთეკის ფონდიდან შეირჩა ყველაზე დაზიანებული საბიბლიოთეკო მასალები, რომელსაც უტარდებათ რესტავრაცია და კონსერვაცია,ბიბლიოთეკაში 2011 წლიდან მუშაობს ინტეგრირებული საბიბლიოთეკო კატალოგის სისტემა (OPAC), რომელშიც დღეისათვის შეყვანილია ჩვენი წიგნადი ფონდის 5000-ზე მეტი ერთეული. კატალოგთან ინტეგრირებულია Google Books საძიებო სისტემა და გუტენბერგის ბაზა (მოიცავს 40000 ერთეულს). ხოლო 2012 ოქტომბრიდან ჩაირთო ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ცირკულარის სერვისი (ცირკულაციის მოდული ასრულებს მომხმარებლების მიერ წიგნების მიმოქცევის პროცესის სრულ მენეჯმენტს). 2012 წელშივე მოხდა თანამშრომელთა გადამზადება;2012 წლიდან ბიბლიოთეკაში დაიწყო წიგნების ელექტრონული ვერსიების შექმნა და დიგიტალიზაცია; საცნობარო-ბიბლიოგრაფიულმა განყოფილებამ მოამზადა და გამოსცა ბიბლიოგრაფიული საძიებლები;სამკითხველო დარბაზები აღიჭურვა ასლ-გადამღები და ამოსაბეჭდი აპარატებით;

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი: ,,თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი ავტორიზებული უნივერსიტეტია სწავლების ორგანიზაციით, კვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და  მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. უნივერსიტეტი ახორციელებს აკრედიტებულ პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს და გთავაზობთ ხარისხიან განათლებას ხელმისაწვდომ ფასად. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიზნესის, სამართლის, ინჟინერიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ქუთაისის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის სკოლები. ასევე, პროფესიული განათლების ცენტრი. უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე, სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიან პირობებს, დასაქმების პერსპექტივას, გაცვლით პროგრამებს უცხოეთში. უნივერსიტეტში დაგხვდებათ სათანადოდ აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები, საბიბლიოთეკო ფონდი, ინკლუზიური განათლების ცენტრი, იურიდიული კლინიკა, ლინგოფონიის კაბინეტი,  სატრენაჟორო სპორტული დარბაზი, 24 საათიანი ინტერნეტ სერვისი, ხალისიანი სტუდენტური ცხოვრება და უსაფრთხო გარემო. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ათეულობით სტუდენტი სხვადასხვა დაწესებულებაში და ორგანიზაციაში გადის პრაქტიკას და სტაჟირებას. თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტის უფასო ავტობუსი ემსახურება.”

„თბილისი თაიმსი“  ასევე დაუკავშირდა –  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თუმცა  მათ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდეს.

26.02.14

ლანა წურწუმია

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
სარფში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

ირაკლი ღარიბაშვილი: „ახალმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიზნით ძალისხმევა არ დაიშურა“

ირაკლი ღარიბაშვილი: „ახალმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიზნით ძალისხმევა არ დაიშურა“

ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ ადამ კინსინგერს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ ადამ კინსინგერს შეხვდა

Discussion about this post

ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა 
ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
 

2022/08/05
0

ძალიან ლამაზი, ფერადი და ხარისხიანი ნამუშევრები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, ნინო ქოჩორაშვილის გემოვნებით იქმნება. საკუთარი ფანტაზიით მოქარგული სილამაზეები ხელოვანს დროის საუკეთესოდ...

სრულად
„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს 

„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
 

2022/08/05
70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

2022/08/02
„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

2022/08/02
თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

2022/08/02
ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

2022/08/02
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

2022/08/01

საინტერესო

რუსულმა ავიაციამ თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა

7 წელი ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

შსს – 2018 წლის 6 თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017 წლის მონაცემს ორჯერ აღემატება

4 წელი ago

მიხეილ გიორგაძე თურქეთში გაემგზავრა

6 წელი ago
კახა კალაძე: “ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ”

თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს

4 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • „ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
     
    2022/08/05
  • „დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
     
    2022/08/05
  • 70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა  2022/08/02

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In