საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შიდა ქართლს ეწვევა. უფრო კონკრეტულად, მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს შეხვდება და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეშფოთებულია მავთულხლართების გავლების სრულიად უზარო პროცესის განახლებით.
“სამწუხაროდ, შემაშფოთებელია, რომ ერთის მხრივ, არაფერი გაკეთებულა თითქოსდა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის გადმოწეული 11-კილომეტრიანი ზონის გასაუქმებლად, ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ განახლდა მავთულხლართების გავლების სრულიად უაზრო პროცესი. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულხლართებს არ გააჩნია სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება. ეს ერთმნიშვნელოვნად ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა – იმ ადამიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელთაც მავთულხლართებს მიღმა ერთმანეთის ნახვა უნდათ. დღეს კახეთიდან დაბრუნების შემდეგ მე ჩავალ რეგიონში, სადაც ხდება მავთულხლართების გაბმა, შევხვდები იმ თანამოქალქეებს, ვისაც ეს უშაულოდ შეეხო და მათგან მოვისმენ, რა ვითარებაა ადგილზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
26.02.14