საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მომავალშიც მხარს დაუჭერს.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ცალკეულ ასპექტები, გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
27.02.14