შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის, ზურაბ ტატულაშვილის დედას, მარინე ტატულაშვილს ეწვევა და დედის დღეს პირადად მიულოცავს.
შსს-ს ცნობით, დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დედის დღეს აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცავენ.
03.03.14