აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი კიევს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა “ტვიტერზე” დაწერა.
“ხვალ ღამით კიევში გავემართები, რათა მოლაპარაკებები გავმართო სამშაბათს”, – დაწერა ჯონ ქერიმ “ტვიტერზე”.
ამასთან, ჯონ ქერიმ სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ შეჭრა ეს არა ძლიერის, არამედ სუსტის ქმედებაა.
“კრიზისი უნდა გადაიჭრას 21-ე საუკუნის სტანდარტებით”, – აღნიშნა ჯონ ქერიმ.
03.03.14