უკრაინაში გავითარებული დრამატული მოვლენები, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. უკრაინა ჩვენი ერთ–ერთი უმსხვილერსი სავაჭრო პარტნიორია. უკრაინა არის საქართველოში საფურაჟე ხორბლის და სიმინდის მთავარი მომწოდებელი. დღეს უკრაინული ვალუტის დევალვაცია მიმდინარეობს, რაც დოლარში უკრაინულ პროდუქციის გაიაფებას იწვევს, მაგრამ მეორეს მხრივ, დაძაბული პოლიტიკური ვითარება მარცვლეულის წარმოების ორგანიზების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს, სამეწარმეო აქტივობებს მნიშვნელოვნად ბოჭავს. უკრაინაში მარცვლეულის წარმოების გარდაუვალი შემცირების საფრთხის აღქმა ტრეიდერებში გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე გრივნას გაუფასურების შედეგად პროდუქციის გაიაფების მოლოდინი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის საშიშროება უკრაინაში სასურსათო საქონელის მომარაგების მიზნით სამომხმარებლო შესყიდვებს ააქტიურებს რაც სურსათზე, მათ შორის ხორბალზე, უკრაინის შიდა მოთხოვნას სავარაუდოდ გაზრდის. ეს ფაქტორიც უკრაინული მარცვლეულის სამომავლო გაძვირების წინაპირობაა. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ხორბლის ბაზარზე ისეთი უმსხვილერსი მოთამაშე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც საქართველოში ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორია. მართალია, რუბლის სერიოზული გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ რუსეთისადმი სანქციების, ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტების ამოქმედების პერსპექტივა რუსული ხორბლის გაძვირების ალბათობას მკვეთრად ზრდის. ყოველივე ეს კი ხორბლის და მარცვლეულის ფიუჩერსების მსოფლიო ბაზარზე უკვე ამ დღებშივე აისახა. მაგალითად, მაისის ფიუჩერსების ფასი ხორბალზე 3,2%-ით აიწია და ერთ ბუშელზე 4,78 დოლარი შეადგინა, სიმინდის ფასი 5,2%-ით გაიზარდა და ბუშელზე 6,33 დოლარი შეადგინა.
გასათვალისწინებელია, ისი, რომ ყირიმის ფაქტიური ოკუპაცია, მისი პორტების პარალიზებას იწვევს. ყირიმის პორტები უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის პროცესში მთავარ ფუნქციას ასრულებს.
არსებულ ვითარებაში ყველაზე მოგებული დარჩება ისეთი კომერსანტი, რომლიც უკრაინულ ხორბალს და სიმინდს იაფად ახლავე შეიძენს და მარაგებს შექმნის. თუმაც უკრაინაში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე ამის განხორცილება ძალიან გაჭიდრება და დიდ გამბედაობას მოითხოვს.
04.03.14