დღეს ვხვდები საქართველოს პატრიარქს და ევროკავშირის სახელით დავარწმუნებ მას, რომ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, შტეფან ფულემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე დღეს ვხვდები საქართველოს პატრიარქს. მე დავარწმუნებ მას ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია. რასაც მხარს ვუჭერთ, გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები: ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა”, – განაცხადა ფულემ.
04.03.14