საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თურქეთის ახალმა ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქეთის ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები წარმატებით გაგრძელდება.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოში თურქეთის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მურათ ლევენთ ბურჰანი შეცვალა, რომელმაც დიპლომატიური მისია ცოტა ხნის წინ დაასრულა.
05.03.14