არადეკლარირებული თანხა, კერძოდ, 17000 აშშ დოლარი და 29800 თურქული ლირა აღმოჩნდა საბაჟო პროცედურების ფარგლებში დათვალიერებისას თურქეთის მოქალაქე მ.ა.-ის კუთვნილ ავტომანქანაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქეთის მოქალაქე 4 მარტს შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, ტერიტორიაზე.
პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოში თურქეთის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მურათ ლევენთ ბურჰანი შეცვალა, რომელმაც დიპლომატიური მისია ცოტა ხნის წინ დაასრულა.
05.03.14
Discussion about this post