ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ვანუატუს პრემიერ-მინისტრთან, მოანა კალოსილთან.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი სურვილი განავითარონ მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.
ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-ე სხდომას ესწრება, რომლის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებშიც ის სიტყვით გამოვა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი გამოსვლა ადამიანის უფლებათა საბჭოს, რომელშიც მონაწილეობენ მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები.
სხდომის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ნავი პილაის.
05.03.14