ვითარება ისევ დაძაბულია ყირიმში. ცოტახნის წინ ცნობილი ხდება, რომ ბელბეკის აეროდრომზე უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე საფრენი ზოლი დაიკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, როდესაც უკრაინელი სამხედროების კოლონა აეროდრომის შესასვლელს მიუახლოვდა, რუსმა სამხედროებმა ჰაერში სროლა ატეხეს. იქ მყოფ ჟურნალისტებს კი ფეხებში სროლით დაემუქრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები აეროპორტის ტერიტორიიდან რუსი შეიარაღებული პირების გასვლას ითხოვენ.
05.03.14