არასამთავრობო ორგანიზაციის “თანამონაწილე” ორგანიზებით, 2014 წლის 8 მარტს, ხაშურის ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის შენობის წინ გაიმართა უკრაინის მხადამჭერი აქცია.
აქციის მიზანი იყო ერთი მხრივ, თანადგომის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ; მეორე მხრივ კი, საერთო სახალხო მობილიზაციის ხელშეწყობა საქართველოსთვის მომავალ საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით.
ორგანიზატორების თქმით აქციის ამოცანები იყო ახლაგაზრდების შეკრება, მათი გაერთიანება, მათგან წამოსული პროტესტის საჯაროდ დაფიქსირება, აქტივობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, არსებული აქტიური მუხტის შენარჩუნება მომავალი აქტივობებისთვის – ახლაგაზრდული სამოქალაქო ჩართულობის ზრდის განგრძობითობა.
08.03.14