“აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ” – განაცხადა გერმანიაშ რუმინეთის ელჩმა გერმანიაში ლაზარ კომანესკუმ თავის ქართველ კოლეგასთან, ლადო ჭანტურიასთან შეხვედრისას.
რუმინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. კომანესკუს განცხადებით, საქართველო თავისი კულტურით, ისტორიით, განვითარების დონითა და მენტალიტეტით ევროპული საზოგადოებას წარმოადგენს და მისი ადგილი ევროპის კავშირშია.
საუბარი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჭრილში, საქართველოს ევრო ინტეგრაციის გზაზე მოსალოდნელ სირთულეებსაც შეეხო. “რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას” – აღნიშნა კომანესკუმ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ ასევე გამართა შეხვედრა თავის თურქ კოლეგასთან, ავნი კარსიოღლუსთან. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით ქართულ-თურქული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ელჩებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის როლს ამ პროცესში.
12.03.14