13-14 მარტს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის საშინაო საქმეთა გენერალურ სტეფანო მანსერვისისთან ე.წ. მაღალი დონის IV შეხვედრა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის კაბინეტისა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის მიმდინარეობისას პერიოდულად ტარდება და მნიშვნელოვანია ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, რეკომენდაციების მიღებისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით. შეხვედრის ამ ეტაპზე გამართვა საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იქნება ევროკომისიასთან შეთანხმდეს ა.წ. გაზაფხულზე საქართველოში ექსპერტთა მორიგი მისიის განხორციელების საკითხი, რომელიც შეაფასებს სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზას.
საკანონმდებლო ფაზის წარმატებით და სრულყოფილად შესრულება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე, საიმპლემენტაციო ფაზაზე გადასვლის საფუძველს.
13.03.14