საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება. როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისთვის სტუდენტებთან შეხვედრა განსაკუთრებით ემოციურია.
“დიდი ხანია, მინდოდა აქ მოსვლა და თქვეთან, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა. ეს არის თქვენთან ჩემი პირველი შეხვედრა პრემიერის რანგში. მე მიმაჩნია, რომ სტუდენტებთან შეხვერდა ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ანაგარიშგასაწევია. პირადად ჩემთვის კი, ყველაფერთან ერთად, ძალიან საინტერესოც არის. სულ ცოტა ხნის წინ მეც ამ კედლებში ვსწავლობდი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ვღელავ. სტუდენტები საზოგადოებრივად ყველაზე აქტიური ხალხი ხართ და სამართლიანობის განცდა, კრიტიკული აზროვნება, უკომპრომისობა, მე ვიტყოდი, ყველაზე მტად თქვენ გახასიათებთ”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მისი სურვილია, სტუდენტებთან გულახდილად ისაუბროს ქვეყნის მომავალზე, მის განვითარებაზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, პრობლემებზე, განათლებაზე.
“ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ამ პრობლემების დიდი ნაწილი ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო. მე მგონია, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა გაუმკლავდნენ ყველა პრობლემას” ,- განაცხადა პრემიერმა.
13.03.14