მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მარტის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თებერვლის შემდეგ ოთხი პოზიციით დაწინაურდა და ფიფა-ს რეიტინგში 99-ე ადგილს იკავებს.
ევროპის ზონაში კი ჩვენი გუნდი 43-ე პოზიციაზეა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 5 მარტს ლიხტენშტაინი 2:0 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრებად კვლავ გერმანია რჩება, რომელიც მეორე ადგილს იკავებს. შოტლანდია 37-ე, ირლანდია 68-ე, პოლონეთი კი 73-ე ადგილზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს 7 სექტემბერს ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. მაისში კი ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან მიმდინარეობს, მეტოქის ვინაობა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
14.03.14