“ყირიმის რესპუბლიკა მიმართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს აღიარონ ყირიმელი ხალხის მიერ შექმნილი რესპუბლიკა”, – ნათქვამია დადგენილებაში.
ამასთან, დადგენილებში აღნიშნულია, რომ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის კანონმდებლობა არ იმოქმედებს, არ შესრულდება უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე უკრაინის სხვა სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები, რომელიც 2014 წლის 21 თებერვლის შემდეგ იქნა მიღებული.
“ყირიმის რესპუბლიკა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადას სახით, წინადადებით მიმართავს რუსეთის ფედერაციას, მიიღოს ყირიმის რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტის სახით, რესპუბლიკის სტატუსით”, – ნათქვამია ყირიმის უმაღლესი რადას მიერ მიღებულ დადგენილებაში.
ამასთან, 16 მარტს ყირიმში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე გამართულ რეფერენდუმში მონაწილეთა 96%-მა ხმა ყირიმის რუსეთთან შეერთებას მისცა.
17.03.14
Discussion about this post