13 მაისს საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები და პროგრამა ზუსტდება.
ამასთან, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გაზაფხულისთვის საქართველოში არაერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება.
19.03.14