ჩვენთვის უცნობია, თუ ვინ გაავრცელა ჟვანიასა და იუსუპოვის ფოტოები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ განუცხადა.
შს მინისტრის განმარტებით, მისთვის ასევე უცნობია, საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ფოტოები სოციალურ ქსელში.
“მართებული იქნება, თუ ჟვანიას საქმით სპეკულირება არ იქნება მაღლა აწეული. ჩემთვის უცნობია, თუ საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ფოტოები სოციალურ ქსელში. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს”, – აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ფოტოები სახელწოდებით – “სააკაშვილი მკვლელი”.
ფოტომასალაზე ასახულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრები.
გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.
ფოტომასალა youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.
20.03.14