• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ორშაბათი, აგვისტო 8, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
„გალის რაიონში ქართველი ბავშვები უკვე მშობლიურ ენაზე ვერ ახერხებენ სწავლას“ –  ელგუჯა ქავთარაძე

„გალის რაიონში ქართველი ბავშვები უკვე მშობლიურ ენაზე ვერ ახერხებენ სწავლას“ – ელგუჯა ქავთარაძე

2014/03/25
in ექსკლუზივი
1 0
1
SHARES
9
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1625495_600833916664545_1588194104_nრა ხდება აფხაზეთში, როგორი სოციალურ-პოლიტიკური ფონია რეგიონში „თბილისი თაიმსი“  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ელგუჯა ქავთარაძეს ესაუბრა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და ამავე დროს აქტიურად არის ჩართული აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებულ მუშაობაში.

ბატონო ელგუჯა   როგორ ფიქრობთ რამ  განაპირობა საქრთველოსათვის აფხაზეთის რეგიონის დაკარგვა, იყო თუ არა ეს მაშინდელი ხელისუფლების  პოლიტიკური შეცდომა და შესაძლებელი თუ იყო აღნიშნულის თავიდან აცილება?

აფხაზეთის რეგიონის დაკარგვა და საერთოდ საქართველოს დიპლომატია განაპირობა რუსულმა პოლიტიკამ. აფხაზეთის რეგიონის დაკარგვის თავიდან აცილება -ეს შეკითხვა მგონი არასწორედ არის დასმული რადგან,  როგორც ახლანდელი ხელისუფლება, ისე მაშინდელი ხელისუპლებაც პრორუსული იყო, რუსულ პოლიტიკას ატარებდა და აქედან გამომდინარე აფხაზეთის დაკარგვის თავიდან აცილების გზებზე საუბარი არაფრის მომცემია. ეს იყო შევარდნაძის მთავრობა, ეს არის დღევანდელი მთავრობა. როცა ხელისუფლება არის პრორუსული, როცა ოკუპანტს ეფერები, იქ არაფერი გამოვა.

აქვს თუ არა ახალ მთავრობას იმის პოტენციალი, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და შესაბამისად აფხაზეთისკონფლიქტის მოგვარება შეძლოს?

დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი პოტენციალი არ გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელისუფლება არის სუფთა პრორუსული. საუბრობენ ვითომდა შერჩევით სამართალზე, გარკვეული პოლიტიკური პროცესების მართვაზე, დეკლარირებულია ევროინტეგრაცია, ნატოში შესცლა, მაგრამ შიდა პოლიტიკა სულ სხვანაერია, მთავრობა  რუსეთთან თანამშრომლობას არ წყვეტს.

რა რჩევას მისცემდით მთავრობას, როგორ ფიქრობთ რა მიმართულებით უნდა გააქტიურდნენ ისინი?

საქართველოს ხელისუფლებამ მათმა ლიდერებმა უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატონ პოზიცია და გააძლიერონ კანონი ოკუპაციის  შესახებ. დათმობები, შემსუბუქებები რუსეთის მიმართ არ მოიტანს შედეგს, პირიქით უნდა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე.  ვინაიდან ხელისუფლება პრორუსულია, მათ  რჩევას მივცემდი, რომ თუ საქართველოსთვის კარგი უნდათ საერთოდ გადადგნენ ხელისუფლებიდან.

თქვენი აზრით რა პარალელების გავლება შეიძლება აფხაზეთის საკითხსა და ყირიმის საკითხს შორის?

ისტორიულ ქრონოლოგიას თუ დავაკვირდებით, რუსეთის სახელმწიფო რასაც აკეთებდა საქართველოში-აფხაზეთის ანექსია, შემდეგ ცხინვალის რეგიონის ანექსია, ფაქტობრივად იგივე გეგმით მოქმედებს უკრაინასთან მიმართებაში. როცა უკრაინელმა ხალხმა დაიწყო საუბარი ევროინტეგრაციაზე მაშინ რუსეთის ლიდერმა პუტინმა დაიწყო ე.წ ოპერაცია „ბრიტვის“  განხორციელება.  „ბრიტვა“ ეს ცნობილი გეგმა გულისხმობდა , რომ საქართველო საერთოდ არ უნდა არსებობდეს, როგორც სახელწიფო, რაც რუსეთის მიზანია, იგივე თეოლოგიითა და იგივე ტექნოლოგიით დაიწყეს მათ უკრაინაში მოქმედებები. რუსეთი და პუტინის ხელისუფლება ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას, რაც დღეს არასერიოზული და არა რეალურია.

აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ იყო 2008 წლის ომი, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა ცხინვალის რეგიონიც, როგორ ფიქრობთ შეაჩერებს თუ არა რუსეთი ოკუპაციას და რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას?

რუსეთის სახელმწიფო არაპრიგნოზირებადია. რუსეთის ოკუპაციის შეჩერება იქნება ის, რომ საქართველოს საზოგადოებამ და მისმა ხელისუფლებმა სერიოზულად უნდა დააყენოს საკითხი რუსეთის ოკუპანტობის. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელსაც უნდა გამკაცრება და არა შერბილებული მოქმედებები. არანაირი დათმობები რუსეთის წინაშე კარგს არაფერს მოგვიტანს.

სინტერესოა თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რა ხდება აფხაზეთში, როგორი სოციალურ-პოლიტიკური ფონია რეგიონში, რამდენად მნიშვმელოვანია ეს ფონი საქართველოსათვის?

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი და აფხაზეთის მარიონეტული დე-ფაქტო ხელისუფლება ახორციელებენ ქართული მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური სერეგაციის აპარტეიდულ პოლიტიკას. ამ მტკიცების საილუსტრაციოდ, გთავაზობთ რამდენიმე ტიპურ მაგალითს: გალის რაიონში ქართველი ბავშვები უკვე მშობლიურ ენაზე ვერ ახერხებენ სწავლას, რადგან ქართული სკოლების არ არსბობამ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვამ და მათ მიმართ განხორციელებულმა სხვა სახის დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ განაპირობა ის პოტენციური საფრთხე, რის შედეგადაც შესაძლებელია ადამიანმა საკუთარ სამშობლოში მშობლიური ენა არ იცოდეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ქართულ მოსახლეობაში დანერგილი აზრის თანახმად, ქართველები მხოლოდ  მის ერთ-ერთ ტომს, მეგრელებს შეადგენენ და არამარტო აფხაზეთში, არამედ სამეგრელოს მთლიან რეგიონში. ამას ადასტურებს გალის რაიონში აფხაზურ, მეგრულ და რუსულ ენებზე გაზეთის გამოცემა. ზემოთაღნიშნული პროცესები აშკარა გაგრძელებაა იმ იდეოლოგიური ბრძოლისა, რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან მომდინარეობს და ითვალისწინებს ქართველთა  ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დანგრევის მიზანმიმართულ პოლიტიკას.

აღნიშნული ფაქტების გარდა, გენოციდის გამოხატულებაა, საოკუპაციო ჯარების მიერ, აფხაზეთის მთლიან მოსახლეობაში ნარკოტიკული ნივთიერებების დიდი ოდენობით მიზანმიმართული გავრცელება, რომლის რეალიზატორიც  ოკუპანტის ჯარია. ამავე ნარკოტიკული საშუალებათა დაახლოებით სამი ათასამდე მომხმარებელი ინფიცირებულია შიდსით, რომელთა უმრავლესობა თბილისში გადის მკურნალობას. ინფიცირებულთა რაოდენობა მოძრავია და იზრდება პერმანენტულად. ამ ყველაფერთან ერთად, დღითიდღე მატულობს  C ჰეპატიტით და ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი, რის შედეგადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება მთელს რეგიონში.

ბოლო დროს გახშირდა ყაჩაღობის  შემთხვევები. მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, დაუდგენელი ბანდ-ფორმირებების მხრიდან ძარცვამ და ფიზიკურმა შეურაცხყოფამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. ფაქტები ამყარებს წარმოდგენას, რომ უზნეობის ნებისმიერი გამოვლინება ოკუპაციური რეჟიმის მიერ, ნორმად მიიჩნევა.

რამდენად სერიოზულად ეკიდება დღევანდელი ხელისუფლება დევნილების საკითხს, მათი პრობლემების მოგვარება საიდან უნდა დაიწყოს, თუმდაც ელემენტარული პირობების შექმნისთვის?

მათთვის უფრო საინტერესოა თავიანთი ადგილების შენარჩუნება და არა დევნილებზე მუშაობა. ეს არის უსაქმურთა სექტა, ცენტრალური ხელისუფლება სხვა პრობლემებით არის დაკავებული და საკუთარი მოსახლეობის პრობლემებით. ცენტრალური ხელისუფლება, უმაღლესი რანგის პირები რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ლაპარაკობენ. იძახიან ჩვენ უნდა მოვიგოთ აფხაზების გულები, აქ ვარ აფხაზი, ჩემი გული რა მოსაგებია, ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი. ამაზე საერთოდ არ საუბრობენ.

უნდა მოხდეს თუ არა საქართველოს და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა?

აზრი არ აქვს პირველი პირების შეხვედრას, რუსეთი გავიდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო და ნორმალური ურთიერთობა გვექნება. კარასინ-აბაშიძის ფორმატი ხომ არსებობს რა მოიტანა ამან? არაფერი არ მოუტანია.. ეს არის მექანიზმები, რომელიც არაფრის მომტანი არ არის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  და მისი ხელმძღვანელის ვახტანგ ყოლბაიას მუშაობას როგორ შეაფასებდით?

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის პოზიცია არსებულ პრობლემებთან მიმართებაში ფაქტობრივად აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და აღიარებისკენ მიდის, რადგან მათი საჯარო განცხადებები ზემოთაღნიშნულის დასტურია. გვთავაზობენ ფედერაციას, კონფედერაციას, რათა აფხაზებს ჰყავდეთ  ჯარი და ჰქონდეთ საკუთარი ფულის ერთეულიც.

25.03.14

თამარ გვირჯიშვილი

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
კახი კახიშვილი: „ნაჩქარევი გადაწყვეტილება ეჭვს აღრმავებს საქართველოს მოსახლეობაში, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არის გარკვეული უთანხმოება“

კახი კახიშვილი: „ნაჩქარევი გადაწყვეტილება ეჭვს აღრმავებს საქართველოს მოსახლეობაში, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არის გარკვეული უთანხმოება“

მსოფლიოში მგრძნობიარე ბირთვული მასალა შემცირდება

მსოფლიოში მგრძნობიარე ბირთვული მასალა შემცირდება

ფორუმი სახელწოდებით „დედაქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების დოქტრინა“ გაიმართა

ფორუმი სახელწოდებით „დედაქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების დოქტრინა“ გაიმართა

Discussion about this post

ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა 
ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
 

2022/08/05
0

ძალიან ლამაზი, ფერადი და ხარისხიანი ნამუშევრები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, ნინო ქოჩორაშვილის გემოვნებით იქმნება. საკუთარი ფანტაზიით მოქარგული სილამაზეები ხელოვანს დროის საუკეთესოდ...

სრულად
„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს 

„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
 

2022/08/05
70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

2022/08/02
„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

2022/08/02
თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

2022/08/02
ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

2022/08/02
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

2022/08/01

საინტერესო

სოციალური საწარმო იქმნება

სოციალური საწარმო იქმნება

7 წელი ago
მიუნხენში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

მიუნხენში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

6 წელი ago
ირაკლი ალასანია ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ირაკლი ალასანია ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა

8 წელი ago
საქსტატი: შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი გაიზარდა

საქსტატი: შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი გაიზარდა

5 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • „ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
     
    2022/08/05
  • „დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
     
    2022/08/05
  • 70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა  2022/08/02

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In