საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილე საფოსტო მარკისგამოშვებთ აღინიშნა.
ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტში გაიმართა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილისადმიმიძღვნილი საფოსტო მარკის გამოშვების ცერემონია.
პრეზენტაცია ოფიციალურად გახსნა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,თეიმურაზ ჯანჯალიამ და ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ, სოლვიტა აბოლტინამ. საიუბილეო საფოსტო მარკისპრეზენტაცია ასევე ლატვიის ფოსტაშიც შედგა.
ახალი საფოსტო მარკა, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროსა და ლატვიის ფოსტის მხარდაჭერით შეიქმნა.
მარკის დიზაინი მხატვარ გიორგი ქართველიშვილს ეკუთვნის.
მარკაზე გამოსახულია თავისუფლების სიმბოლოები. ლატვიის „თავისუფლების ქანდაკება – „მილდა“ და საქართველოს – „ქართლის დედა“.
ლატვიური მარკა გამოიცემა 50000 ეგზემპლიარად. მისი ღირებულება შეადგენს 0,85 ევროს და მას გამოიყენებენ Aკლასის წერილის გასაგზავნად ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.
ამავე თემატიკაზე დაიბეჭდება სპეციალური კონვერტი (1500 ეგზემპლიარი), რომლის ავტორია ლატვიელი ხელოვანიგირტს გრივა.
ლატვიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 11 მარტს. შესაბამისად, 2013 წელს ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინიციტივით დაიწყო ერთობლივ მარკაზე მუშაობა. ხოლო 2013 წლისნოემბერის დასაწყისში, მარკის ესკიზის პრეზენტაცია შედგა ლატვიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,დავით უსუფაშვილის ვიზიტისას.
29.03.14