• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, აგვისტო 14, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
გიორგი მარგველაშვილი თუ ირაკლი ღარიბაშვილი – კონსტიტუციის მიხედვით ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

გიორგი მარგველაშვილი თუ ირაკლი ღარიბაშვილი – კონსტიტუციის მიხედვით ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

2014/03/29
in ექსკლუზივი
1 0
1
SHARES
17
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

10150085_600790103331664_635411948_nდღეს არსებული სააქართველოს კონსტიტუციის მიხედვით  პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაზე, იმაზე თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ამჟამად არსებული პრეზიდენტის ინსტიტუტი ,,თბილისი თაიმსი“ საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს თორნიკე ჭეიშვილს ესაუბრა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რა უფლებები შეეზღუდა პრეზიდენტს და გაეზარდა პრემიერ-მინისტრს?

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის  17 ნოემბრიდან ,როდესაც ახალი პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართა, რეალურად ძალიან ბევრი უფლებამოსილება, რომელიც საშუალებას იძლეოდა პრეზიდენტი დაგვეხასიათებინა, როგორც ერთპიროვნული მმართველი მას შეეკვეცა. საკმაოდ ფართო სპექტრია ეს. ყველაზე აქტუალური ამ ეტაპზე, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ვნებათაღელვას და იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, ეს არის პრეზიდენტის საგარეო კომპეტენციები, აი მაგალითისთვის ავიღოთ აღნიშნული უფლებამოსილება კონსტიტუციის 69-ე მუხლში, რომელიც პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუს არეგულირებს 2010 წლამდე ანუ სანამ, რეფორმა განხორციელდებოდა რეგლამენტირებული იყო ნორმა, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას პრეზიდენტი იყო უპირობო ფლაგმანი საერთაშორისო ურთიერთობებში, ანუ ის წარმართავდა და ახორციელებდა ქვეყნის, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკას, ის იყო უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, შესაბამისად ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევდა მოცემულობას, რომ თუნდაც ამ სფეროში ანუ საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით პრეზიდენტი აბსოლიტურად დამოუკიდებელად, შეიძლება ითქვას ავტონომიურად იღებდა გადაწყვეტილებებს ამ მიმართლებით, რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას აქ მოხდა პრეზიდენტის დისტანცირება მთავრობისგან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წლის 15 ოქტომბრამდე ანუ კონსტიტუციის წინა რედაქციის მიხედვით პრეზიდენტი ფაქტობრივად წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელსაც, რადგან მას შეეძლო გარკვეულ ვითარებებში მოეწვია მთავრობის სხდომა, ეხელმძღვანელა მისთვის, პრეზიდენტი ამავდროულად სარგებლობდა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილებით, ქვეყნის პირველ პირს შეეძლო მოეხდინდა კონსტიტუციის გადასინჯვის ინიცირება და ყოფილიყო ფაქტობრივად ავტორი, პრეზიდენტს ქონდა ძალიან სერიოზული კომპეტენციები თანამდებობის პირთა განწესების სფეროში, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იყო და არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად ის ნიშნავს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელსაც, მაგრამ დღეს უკვე ანუ ახალი რედაქციით, აღნიშნული უფლებამოსილებაც ექვემდებარება მთავრობასთან შეთანხმებას. შესაბამისად, პრეზიდენტი, დღესდღეობით, არის უფრო მეტად არბიტრი, რომელიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის არეგულირებს ურთიერთობებს, იმ შემთხვევაში თუ შეიქმნა გარკვეული კრიზისი, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მაგალითად, თუ ვერ ხერხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, თუ მოხდება უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის დადების მექანიზმის ამუშავება, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს, ბუნებრივია, უფრო მეტად აქტიური როლი ენიჭება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით. რაც შეეხება , მთავრობას, მთავრობა დღეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი რგოლი და ამაში მას ვერავინ ვერ ეცილება, როგორც პრინციპში უნდა ყოფილიყო კიდეც, პრემიერ-მინისტრი არის საქართველოს მთავრობის მეთაური, ხელმძღვანელი და შეიძლება ითქვას ავტონომიურია, დამოუკიდებელია საქართველოს მთავრობა თავის გადაწყვეტილებებში და ურთიერთმიმართებაში საქართველოს პარლამენტთან.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას?

თავდაპირველად, სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება საერთაშორისო კომპეტენციებზე, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის სტატუსი საერთაშორისო ურთიერთობებში შეიკვეცა და შემცირდა, პრეზიდენტს კვლავინდებურად აქვს უფლებამოსილება მოაწეროს ხელი საერთაშორისო შეთანხმებებს, მეტადრე იმ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს გაწევრიანებას სახელმწიფოთაშორის ორგანოში, ისეთი როგრიცაა ევროკავშირი, აქ შეიძლება გაჩნდეს მეორე აზრიც, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ეტაპი. ერთ-ერთი მექანიზმი, იმისათვის, რომ საბოლოოდ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს, შესაბამიად მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების განყენებულად განხილვა ამ პროცესისგან არის გაუმართლებელი და ჩემი პირადი მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტი არის უფლებამოსილი მოაწეროს ხელი ზემოთ ხსენებულ ხელშეკრულებას.

თუ კი მოხდა ისე, რომ ხელშეკულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ან საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს თავისთავად ჩაითვლება თუ არა, როგორც კონსტიტუციის დარღვევა?

თუ, საქართველოს პრეზიდენტი გამოიჩენს ნებას და მოახდენს ერთგვარ დელეგირებას მთავრობაზე, თუ კი უარს იტყვის ხელი მოაწეროს და მიანიჭებს ამ უფლებას საქართველოს მთავრობას, კერძოდ, კი პრემიერ-მინისტრს და ეს მოხდება ერთგვარი წინასწარი კონსულტაციების ფონზე არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა, იმიტომ, რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ჩვენივე კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში, შესაბამისად ამ ორი კონსტიტუციური დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონსტიტუცურ დარღვევასთან არც მეორე შემთხვევაში გვექნება საქმე, თუმცა თუ დავუშვათ წარმოიქმნა გარკვეული კომპეტენციური დავა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის, ჩემი სუბიექტური აზრით, ისევდაისევ ქვეყნის ძირითადი კანონიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს უნდა მიენიჭოს უფლება მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ამაზე უპრიანია,იმსჯელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ,იმ შემთხვევაში იმსჯელოს თუ წარმოიშვა ეს კომპეტენციური დავა და თუ მოხდა შესაბამისი მიმართვა, თორემ ცხადია დამოუკიდებლად, ავტონომიურად საკონსტიტუცი სასამართლო ამაზე მსჯელობას ვერ დაიწყებს. რაც შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრს, მე აღვნიშნე, რომ საქართველოს მინისტრები ზოგადად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ თავიანთ სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში, შესაბამისად  ეხლა თუ დავიყვანთ ასოცირების ხელშეკრულებას იქამდე, რომ ეს არ არის უშუალოდ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში შესვლას, ეს არის მხოლოდ გარკვეული ერთ-ერთი ეტაპი ამ გზაზე, ისევდაისევ კონსტიტუციიდან გამომდინარე კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება. რამდენად მიზანშეწონილია ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა რა თქმა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედაც, რომ არეგულირებს ურთიერთობებს საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და ალოგიკური არაფერი არ იქნება ამაში, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაური არის საქართველოს პრეზიდენტი.

თქვენი აზრით, ახლანდელი გადასახედიდდან, რამდენად გაამართლა კონსტიტუციურმა ცვილლებებმა, მისაღები აღმოჩნდა თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის ახალი და შეცვლილი ფუქნქციების მქონდე პრეზინდეტის ინსტიტუტი?

როგოც ვაკვირდები ამ ყველაფერს შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა საზოგადოება და ქვეყანა  მართლაც გადადის განვითარების  ახალ ეტაპზე,  ყოველშემთხვევაში, მინდა მჯეროდეს და ასეთ პროგნოზსს ვაკეთებ, რომ სრულდება ტრანზიციის ეტაპი და ქვეყანა უკვე ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება მაგალითად ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული და ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი კონსტიტუციონალიზმში. საზოგადოება, ჩემი აზრით, ამას ეკიდება ასე ვთქვათ დიდი დაკვირვებით, მე ვერ ვხედავ საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას იმ მოვლენისადმი, რომ დღეს ხელისუფლება ერთი კონკრეტული პირის ხელში არ არის უზურპირებული იმიტომ, რომ მთელი ამ გასული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ერთპიროვნული მმართველი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ფორმალურად მაინც ნაწილდებოდა და მის ხელში აღარ არის აკუმილირებული მთელი რიგი უფლებამოსილებებისა, რომელიც მას აძლევდა საშუალებას, ერთი მხრივ, მოეხდინა ზეგავლენა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, მეორე მხრივ, მოეხდინა ზეგავლენა მთავრობის საქმიანობაზე, დღეს პრეზიდენტი დგას თავის ადგილას, დღეს პრეზიდენტი არის არბიტრი, ძირიდადად, ქვეყნის შიგნით საშინაო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, საკანონმდებლო პროცესში, ბუნებრივია, ფლაგმანი არის საქართველოს პარლამენტი და მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადავა გარკვეულ ტრადიციაში, დღეს თუ გარკვეული მოვლენები გვეჩვენება ცოტა უცნაურად და ცოტა მიუღებელიც გარკვეული ასპექტები ჩვენთვის ნელ-ნელა ეს ყველაფერი დალაგდება. თუმცა, ამავდროულად ისიც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ დღეს კონსტიტუციაში მაინც არის თეთრი ლაქები,  2009-2010 წლის კონსტიტუციური რეფორმების შემდეგაც, არის კონსტიტუციაში გარკვეული ისეთი ნიუანსები, რომელმაც შეიძლება მოახდინოს სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ინსპერირება, მაგალითად იგივე უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმში პრეზიდენტის ერთგვარი ვეტოს უფლება ანუ პრეზიდენტმა გადაუხვიოს კანოდმდებელთა ნებას და არ გაითვალისწინოს კანონმდებლების პოზიცია, მათი ნაწილის პოზიცია ყოველ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდათან დაკავშირებით, ეს, არის მხოლოდ ერთი ასპექტი, არის გარკვეული ნიუანსები, რომელიც საჭიროებს საბოლოო დახვეწას და მსგავსი ტიპის ნიუანსები გამოსწორდება.  ვფიქრობ ნელ-ნელა ჩვენ უკვე გვექნება სრულყოფილი საპარლამენტო მმართველობის მოდელი და ამ ჭრილში, ძალიან საინტერესოა ასევე პრეზიდენტის არჩევის საკითხი ანუ უნდა ვირჩევდეთ თუ არა პრეზიდენტს ასეთი შეკვეცილი უფლებამოვალეობით ჩვენ პირდაპირი წესით, ესეც ვფიქრობ, რომ არის საზოგადოებრივი განსჯის საგანი და ალბათ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუნდაც იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ახლახან დაიწყო და იკრებს ძალებს ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ამ თემაზე ვიმსჯელოთ, დავეკითხოთ საზოგადოებას, მოვისმინოთ მოსაზრება პოლიტიკური ძალებისგან და მივიდეთ იმ გადაწვეტილებამდე, რომელიც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს და მიესადაგება იმ კონსტიტუციურ მოდელს, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. მგონი აღარ არის დავა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი მმართველობის მოდელი გვინდა ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური მმართველი ძალები ამბობენ, რომ  გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკაზე და ეს  ასევე გარკვეული პროცესია, ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენ ვართ რაღაც გარკვეულ ეტაპზე, რომელსაც სჭირდება უბრალოდ თავისი დასრულება და თუ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ განხორციელდება, ბუნებრივია, რომ პროგნოზი შეიძლება იყოს ოპტიმისტური და ნელ-ნელა უკვე კონსტიტუციურმა ნორმებმა შეიძინოს სიმყარე, სტაბილურობა და პერმამენტულად არ დადგეს დღის წესრიგში კონსტიტუციის გადასინჯვა და მათ შორის მმართველობის მოდელის გადასინჯვა.

29.03.14

ლანა წურწუმია

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
ვიტალი კლიჩკო უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

ვიტალი კლიჩკო უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში

ბათუმის აეროპორტში ირანის მოქალაქეები ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანას ცდილობდნენ

Discussion about this post

ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 
ახალი ამბები

ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა 

2022/08/13
0

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა ეკვადორის ქალაქ...

სრულად
ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა

2022/08/13
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება

2022/08/10
ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს საზღვრები ჩაუკეტონ 

2022/08/09
„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

„კოვიდი +„მაიმუნის ყვავილი“ + სეზონური გრიპი – შემოდგომა იქნება უმძიმესი“ – გიორგი ფხაკაძე

2022/08/09
მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

მამუკა ონაშვილის საფლავს თეთრი ძაღლი არ შორდება 

2022/08/09
„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

„2008-შიც გმირი იყავი, დღესაც გმირი ხარ, მა“ – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გია ბერიაშვილის შვილი

2022/08/09

საინტერესო

ლაფანყურის საქმეზე გამოძიება ბოლომდეა მიყვანილი

სახელწიფოსგან მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ 4 რელიგიური მიმართულება დაფინანსდება

9 წელი ago
ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება სავალდებულო გახდება

ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება სავალდებულო გახდება

2 წელი ago
ოთარ დანელია: “თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ვგეგმავთ სოფელ დარჩელში კოოპერატივის შექმნას”

ოთარ დანელია: “თხილის წარმოების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ვგეგმავთ სოფელ დარჩელში კოოპერატივის შექმნას”

7 წელი ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას მოითხოვს


4 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა  2022/08/13
  • ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება. თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ – ნინო ფოჩხუა 2022/08/13
  • რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის დაპყრობით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება 2022/08/10

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In