საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ბათუმის აეროპორტი“ შემოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.რ.ჰ., რომელიც რეისით „სტამბოლი-ბათუმი“ ჩამოფრინდა. საბაჟო პროცედურების გავლისას, მგზავრს აღმოაჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი COLDAX pseudoephedrine hcl 30 mg – 9 აბი.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.
იმავე დღეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ირანის მოქალაქე ა.მ.-ს დათვალიერების შედეგად 12 აბი Acetaminophen codeine 300/10 აღმოაჩნდა.
აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
29.03.14