ვერის საჩოგბურთო კორტზე დასრულდა საქართველოს პირველობა 12-წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟ ჩოგბურთელთა შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობდა 16-16 სპორტსმენი. 5 დღიანი დაძაბული თამაშების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ვაჟთა შორის ფინალში ლაშა-გიორგი კიკვიძემ 2 სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა ნიკოლოზ ევგენიძე და პირველობის გამარჯვებული გახდა, ხოლო გოგონებში დალიდა ქადარიამ სძლია ია სალუქვაძეს.
საქართველოს პირველობის გამარჯვებულებისგან და მეორე და მესამე ადგილზე გასული ჩოგბურთელებისგან საქართველოს ასაკობრივი ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პირველობაზე გაემგზავრება. აღმოსავლეთ ევროპის პირველობა გაიმართება 23 მაისიდან 8 ივნისამდე ლიტვაში და ესტონეთში.
01.01.14