საქართველოს ელჩი ბ-ნი ლევან ცინცაძე ეწვია მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გაზეთ „The Japan Times“-ის რედაქციას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა აღნიშნული გამომცემლობის პრეზიდენტთან ბ-ნ ტაკეჰარუ ცუცუმისთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით გაზეთ „The Japan Times“-თან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას. ლევან ცინცაძემ ხაზის გაუსვა, რომ იაპონიის მას-მედიის საშუალებებში საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გაშუქებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მდიდარი კულტურის, ასევე უძველესი ტრადიციების, ტურისტული პოტენციალის და საქართველოს სხვადასხვა უნიკალური მახასიათებლების წარმოჩენის საკითხს.
„The Japan Times“-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ წარსულში საქართველოს ელჩის იაპონიაში მრავალწლიანი მოღვაწეობა დადებით გავლენას იქონიებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების და ხალხთაშორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის საკითხებზე.
02.04.14