ნატო რუსეთთან სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობის ყველა პრაქტიკულ ფორმას წყვეტს. გადაწყვეტილება ალიანსმა კრემლის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ მიიღო.
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო მიმართვა შეიმუშავეს, რომელშიც რუსეთს მოუწოდებენ, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები იმისათვის, რომ დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო უკრაინასთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებს და ქვეყანას რეფორმების გატარებაში დაეხმარება.
ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოსვლისას რუსეთის მიერ უკრაინის ანექსია ევროპაში მშვიდობის ყველაზე დიდ საფრთხედ გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ ალიანსისა და კრემლის ურთიერთობა ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. რასმუსენის თქმით, მოსკოვის ნაბიჯები რადიკალურად შეცვლის ევროპის თავდაცვის სისტემას.
შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ალიანსი ჯერჯერობით არ გაგზავნის დამატებით სამხედრო ძალას, თუმცა, რასმუსენის თქმით, ნატო უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების.
02.04.14