ყოფილ ხელისუფლებას გაუნათლებელი მოქალაქეები სჭირდებოდა, რომლებიც ადვილად სამართავები იქნებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლეში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
სენაკის სამუსიკო სკოლის პედაგოგმა თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომ სახელოვნებო სკოლების მასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი აღუდგეთ. მისი თქმით, სახელოვნები სკოლები კულტურულ და განათლებულ ქართველებს უზრდის ქვეყანას.
“ყოფილ ხელისუფლებას სჭირდებოდა გაუნათლებელი მოქალაქეები, რომლებიც ადვილად სამართავები იქნებოდნენ. მათ არ სჭირდებოდათ არც განათლება და არც კულტურა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ საკითხს ის აუცილებლად შეისწავლის.
02.04.14