საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილის მიერ არის მოკლული. ამის შესახებ კიტოვანი დეტალურად საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა არ უნდოდა.
„მე ვიტყოდი, რომ ჟვანია არის მოკლული!.. დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას პრემიერ–მინისტრად დანიშვნა არ უნდოდა და არ აწყობდა, მაგრამ შევარდნაძის ბიჭი – პაატა შევარდნაძე და პირადად ედიკა ჩაერივნენ ამ ამბავში და სააკაშვილი იძულებული გახადეს, ზურაბ ჟვანია პრემიერ–მინისტრის პოსტზე დაენიშნა!.. რასაკვირველია, „ვარდების რევოლუციას“ შევარდნაძე მართავდა!.. სააკაშვილს ვისი დანიშვნა უნდოდა, ეგ არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილისგან განსხვავებით, ზურაბ ჟვანია დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყო!“ – განაცხადა კიტოვანმა და აღნიშნა, რომ ჟვანიას მკვლელობაში წინა ხელისუფლების თითქმის ყველა გავლენიანი პოლიტიკოსი იყო ჩართული.
„შავნაბადაზე, სადაც სპეციალური სამხედრო ბაზაა, სხდომა იყო. სხდომაზე ჟვანია და სააკაშვილი შელაპარაკდნენ. სააკაშვილს ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული, ვერ მოზომა და საკმაოდ მძიმე საფერფლე, რომელიც მაგიდაზე იდო, ზურაბ ჟვანიას თავში ჩაარტყა. ჟვანიას სისხლის შხეფები ტანსაცმელზე შეესხათ გია ბარამიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც დღეს იმალება, მაგრამ სინამდვილეში იქ იჯდა. სხვათაშორის, ზურაბ ჟვანიას გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ იქ მყოფები მიხვდნენ, რომ ცოცხალი ჟვანია მათ პრობლემებს შეუქმნიდათ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა ძალიან დიდი სკანდალი და გადაწყდა მისი მოკვლა. ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილმა ელექტროშოკერებით მოაკვლევინა. ერთი ელექტროშოკერი ჟვანიას პირში ჩასთხარეს და სიჩქარეში ქვედა ტუჩი დაუზიანეს. აი, ნაჭდევი რომ აქვს ჟვანიას ქვედა ტუჩზე, სწორედ ელექტროშოკერის წვერმა გამოიწვია ეს დაზიანება. იქვე დაცვას გამოართვეს ეს ელექტროშოკერები და რამდენიმე ელექტროშოკერი მიაბჯინეს თავზე. მსგავსი რამ იწვევს სიკვდილს, ამის შემდეგ დაიწყეს თათბირი, რა გაეკეთებინათ და როგორ მოქცეულიყვნენ. ამ თათბირში უკვე მონაწილეობა მიიღეს ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა.
გადაწყვიტეს ზურაბ ჟვანიას კომპრომეტირება უბინძურესი მეთოდებით, გვამები შეიტანეს საბურთალოს ქუჩაზე და თავიდან დადგეს ასეთი სცენა – შიშველი ჟვანია და უსუპოვი ჩააწვინეს ერთ ლოგინში!.. მერე შეცვალეს გადაწყვეტილება, გვამებს ჩააცვეს და დაყარეს ოთახში. რაულ უსუპოვი, სადაც მოკლეს, იქ უსუპოვის ცალი ფეხსაცმელი დაეკარგათ, ისე ჩქარობდნენ. უსუპოვი სად მოკლეს, არ ვიცი, მაგრამ უსუპოვიც ელექტროშოკერით არის მოკლული. ელექტროშოკერს, მითუმეტეს, რამდენიმეს თუ ადამიანს თავზე დააჭერ, ადამიანი კვდება!.. ასე მოკლეს ორივე… ორი წვერი აქვს ელექტროშოკერს და, როგორც გითხარით, აი, ამ წვერით დაუზიანეს ჟვანიას ტუჩი. ზურაბ ჟვანია ყვიროდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ელექტროშოკერით გააჩუმეს, როცა პირში ჩასთხარეს!.. აი, ასე დაამთავრეს ჟვანიასა და უსუპოვის სიცოცხლე!..
ბარამიძემ, მაჭავარიანმა, გოგორიშვილმა, გიგი წერეთელმა ყველაფერი იციან ჩემზე უფრო კარგად, მაგრამ ხმას არ იღებენ, რადგან მკვლელობის თანამონაწილენი არიან, ეს კი, მოგეხსენებათ, დანაშაულია!..“- განაცხადა კიტოვანმა.
03.04.14
წყარო: reportiori.ge
Discussion about this post