საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს შეხვდა.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროექტებს, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა აჭარის წინაშე მდგომი მთავარი გამოწვევებით და მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონის განვითარების, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან გეგმებზე, ბარაკების პრობლემის გადაჭრისა და მიმდინარე მშენებლობების თემებზე. აღინიშნა, რომ უძრავი ქონების ბაზარი ბოლო პერიოდში საკმაოდ გამოცოცხლდა და აქცენტი გაკეთდა დაგეგმილი მშენებლობების ხარისხზე.
პრემიერმა აჭარის მთავრობის წევრებისგან ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
03.04.14