96 დღიანი კომის შემდეგ გერმანელი ავტომრბოლელი მიხეილ შუმახერი კომატოზური მდგომარეობიდან გამოდის. ამის თაობაზე ინფორმაციას მისი მენეჯერი საბინე კელმი ავრცელებს და ულოცავს მის მეგობრებსა და გულშემატკივრებს. როგორც გერმანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან ეს წლის ყველაზე სასიხარულო ინფორმაა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ შუმახერი 29 დეკემბერს თხილამურებით სრიალისას დაიმტვრა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ის დღემდე გრენობლის კლინიკაში იმყოფება მედიკოსების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. არაერთხელ გადაეწურათ იმედები ექიმებს, რომ სიტუაცია უმძიმესი იყო და რომ გამოსავალი არ იყო. თუ მცა ბოლო რამოდენიმე დღეა სასიამოვნო პროგრესს ამჩნევენ და ამან დღეს უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო და დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.