საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” მაიდანის სცენარის განმეორებას გეგმავს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამით დავით ჯალაღანია შს მინისტრის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში ე.წ. მაიდნის სცენარით გეგმავს მოვლენების განვითარებას.
“ამ საკითხზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამგვარი ინფორმაცია არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ქვეყანაში წესრიგი და სტაბილურობა შესაბამისი სტრუქტურების ამოცანა და მოვალეობაა. ალბათ, მას ჰქონდა საფუძველი ამდაგვარი ვარაუდის გამოთქმის”, – განაცხადა ჯალაღანიam.
07.04.14