საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. იგი მიზნად ისახავს მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და ექსპერტულ შეფასებაში.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, შეიმუშავებს მთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან პროგრამას და პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული და სოციალური ვითარების გაუმჯობესებას, მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, საავტომობილო გზების ქსელისა და წყალმომარაგების სისტემების განვითარებას, სტიქიური მოვლენების პრევენციისა და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას და, ასევე, ინფრასტრუქტურის სფეროში სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოლიტიკისთვის წინადადებების შემუშავებას.
07.04.14