ხვალ, 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, 9 აპრილს, 19.00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და “9 აპრილის” ფონდის ინიციატივით, საღამო გაიმართება, რომელიც 25 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე დატრიალებულ ტრაგედიას და მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება.
სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის, აზერბაიჯანიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან
დელეგაციები ჩამოვლენ.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: თემურ წიკლაური, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, მაია ჯაბუა, გიორგი უშიკიშვილი, არჩილ ნიჟარაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მამუკა ჩარკვიანი, გიორგი სუხიტაშვილი, ანსამბლი “ქართული ხმები”, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი “ნიუტონი” და კვინტეტი The Quintessential Five.
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, სასტიკი დარბევით დასრულდა.
08.04.14