დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინტელექტუალური შეჯიბრის, „ინტელექტის დღე 2014″-ის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?” – „ინტელექტის დღე 2014″ წელს უკვე მესამედ იმართება.
ტურნირის შესარჩევი ეტაპი 26 აპრილს, შაბათ დღეს საქართველოს 72 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართება. ტურნირის პირველი ეტაპი შედგება 24 კითხვისაგან. მუნიციპალიტეტებში თამაშებს ტელეკლუბის „რა? სად? როდის?” ცნობილი სახეები და კლუბის აქტივისტები გაუძღვებიან.
სკოლის გუნდების რეგისტრაცია მიმდინარეობს 19 აპრილის ჩათვლით.
პირველ ტურში გამარჯვებული 72 საუკეთესო გუნდი საქართველოს პირველობას ერთმანეთს 24 მაისს შეეცილება. საუკეთესოს გამოსავლენად გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.
პროექტის ორგანიზატორები არიან:
- საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა სამინისტრო;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?”
2012 წელს პროექტში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200-მდე სკოლამ მიიღო. რესპუბლიკურ ფინალში გაიმარჯვა ბათუმის #1 საჯარო სკოლის გუნდს,
მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმის #1 საჯარო სკოლისა და თერჯოლის კერძო სკოლა “მზეკაბანი-2007-ის” ექვსეულები.
2013 წელს პროექტში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე სკოლამ მიიღო. რესპუბლიკურ ფინალში გაიმარჯვა თბილისის კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს კერძო სკოლა „ოპიზამ” და კერძო სკოლა „ევროპულმა სკოლამ” (ორივე თბილისი).
პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?” პრეზიდენტი გიორგი მოსიძე დაესწრებიან.
09.04.14