დღეს, დაგეგმილია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის ვიზიტი საქართველოში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება დანიელი მინისტრის შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან, მაია ფანჯიკიძესთან.
შეხვედრის შემდეგ შედგება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია; მაია ფანჯიკიძე და მარტინ ლიდეგორდი გვირგვინით შეამკობენ 9 აპრილის მემორიალს;
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან (11:00) და საქართველოს პრეზიდენტთან . დანიელი მინისტრი ამავე დღეს მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას წეროვანში.
ვიზიტის ფარგლებში გასამართი შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.
09.04.14