ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
“ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ ამ ორმხრივი, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ ბევრ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხს. ასეთი საკითხი მრავლად დაგროვდა და იმედი გვაქვს, რომ შეხვედრაზე ისინი შეძლებისდაგვარად მოგვარდება”, – განაცხადა აბაშიძემ.
უფრო კონკრეტულად კი, ზურაბ აბაშიძის თქმით, საუბარი შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს – ეკონომნიკურ, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობებს, ასევე რამდენიმე ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხს, რომელსაც ოპერატიულად მოგვარება სჭირდება.
“ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეხვედრა საჭირო და დროული იქნება”, – აღნიშნა აბაშიძემ.
10.04.14