გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, სასამართლოს მიმდინარეობის დროს პოლიციის გამოძახების თხოვნით მიმართა.
გიგი უგულავამ განმარტა, რომ სასამართლოს ეზოში აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც კვერცხების სროლას აპირებენ და პოლიციამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გასვლა შენობიდან.
ამასთან, სასამართლოს ეზოში მართლკაც არის 20-მდე მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ გიგი უგილავა დამნაშავეა. აქტივისტებმა პლაკატებიც გამოფინეს – “უგულავა მკვლელია” და სასამართლისთან ცოცხი მიიტანეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და აქტივისტებს შორის სასამართლის ეზოში უკვე სიტყვიერი დაპირისპირებაა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი თბილისის გადაყენებული მერის, გიგი უგულავას სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილავს. სასამართლო არსებითად სარჩელის იმ ნაწილს განიხილავს, რომელიც თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებას და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვას ეხება.
10.04.14
Discussion about this post