“დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული პერსპექტივების კუთხით საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ივნისში ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას” – განაცხადა გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობისსაკითხებში გერნოტ ერლერმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამართულ სამუშაო საუზმეზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ფონდის წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
თავის მხრივ, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გერმანიაში კარგად არიან ინფორმირებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით.
“ის პროგრესი და განვითარება, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა,მკაფიოდ არის აღქმული ევროპაში, განსაკუთრებით კი, გერმანიაში, რომელიც ძალიან არისდაინტერესებული საქართველოში შექმნილი ვითარებით. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი შეფასებაგერმანელი კოლეგებისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეფასება მალე გარდაიქმნებაკონკრეტულ შედეგებში” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
11.04.14