• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
სამშაბათი, აგვისტო 9, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კულტურა
არის თუ არა სათანადოდ დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა?

არის თუ არა სათანადოდ დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა?

2019/06/18
in კულტურა, საზოგადოება
17 0
15
SHARES
210
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვენი ეროვნული იდენტობის გამოცნობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის და ისტორიის მტკიცე საბუთი. დღეს ჩვენი საზოგადოება ააღელვა ბოლო დროს საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებამ. ფაქტის უკეთ გასაანალიზებლად, თუ რა მდგომარეობაა ზოგადად ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, რა ზიანი მივიღეთ აქამდე და რას უნდა ველოდეთ მომავალში ამ და სხვა საკითხზე „თბილისი თაიმსს“ არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი ესაუბრა.

რა მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საყდრისი?

საქართველოში მეტალურგიის უძველესი ნაშთების კვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს. მეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი არქეოლოგი და ისტორიკოსი იყო დაინტერესებული და მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც მოხდა. ეს ეხება, როგორც სპილენძის მოპოვებას, ასევე რკინის საწარმოებს. განსაკუთრებით რკინა იყო 50-იან წლებში განსაკუთრებული შესწავლის ობექტი და სწორედ ქვემო ქართლში, განსაკუთრებით ფოლადაურის ხეობაში არქეოლოგებმა მიაკვლიეს რკინის გამონამუშევრებს, საბადოებს, ქურებს, წარმოების მთელ ციკლს. დიდი ხანია საქართველოში ეს პრობლემა დგას და ვიკვლევთ კიდეც არქეოლოგები. რაც შეეხება უშუალოდ საყდრისს, ის მე-20 საუკუნის 80-იან წლებში აღმოჩნდა, როდესაც ამჟამად მოქმედმა, მაშინ მადნეულის კომბინატმა გადაწყვიტა მადნის ახალი კერების აღმოჩენა და შემდეგ იქ შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. ამ დროს მოხდა საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვზე ახალი გვირაბის გაყვანა, რომელმაც ძველი შახტები გადაკვეთა. ეს ცნობილი გახდა მაშინვე და 1983 წელს გეოლოგების, მეტალურგების და არქეოლოგების ჯგუფი ჩავიდა, რომლებმაც დაიწყეს მისი შესწავლა და 1987 წელს შესაბამისი განმაზოგადებელი შრომაც მიეძღვნა, რომელსაც უამრავი ავტორი ჰყავდა. ძირითადი ავტორი კი გახლდათ გეოლოგი თეიმურაზ მუჯერი, რომელმაც საველე და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად დაადგინა, რომ საქმე გვაქვს უძველეს ოქროს მოპოვებასთან. მაშინ მან ეს მაღარო ძვ.წ.აღ II-ათასწლეულის I-ნახევრით დაათარიღა. რაცნიშნავს, რომ ეს მაღარო 3500 წლის მაინც იყო. მან იქვე აღმოაჩინა სამუშაო იარაღები, ნახშირის კვალი, უროები, სურათებიც გადაიღო, რომელიც დღემდე არსებობს. მოგეხსენებათ მას შემდეგ ის ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა დაინგრა და ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც მრავალი პრობლემა გაუჩნდა და არქეოლოგიისთვის მაინცდამაინც არავის ეცალა. შესაბამისად, როდესაც უფრო ხელსაყრელი პირობები დადგა, 2004 წელს გერმანელმა მეცნიერებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოში კვლავ ეწარმოებინათ სამთო-მეტალურგიული კვლევები უძველესი მოსაპოვებლების გამოსავლენად. მათ მთელი საქართველო მოიარეს და მათ შორის რათქმაუნდა ჩავიდნენ საყდრისში და ყაჩაღიანის ამ ძველი შახტებიდან აიღეს მონაცემები, რაც შემდეგ გაგზავნილი იქნა გერმანიის შესაბამის ლაბორატორიებში საიდანაც მიიღეს მართლაც სენსაციური დასკვნა, რომ ეს არის უძველესი მაღარო სადაც ოქროს მოიპოვებდნენ. ამის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში ქართულ-გერმანული ექსპედიცია სისტემატიურად აწარმოებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს და მათ არაერთი გამოკვლევის შედეგად დაადასტურეს ამ ძეგლის დიდი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურისათვის. რაც შეეხება თარიღებს, მათ გაცილებით უფრო ძველი მიიღეს ვიდრე მას 80-იან წლებში ვარაუდობდნენ მეცნიერები. მთელი 1000 წლით იქნა დაძველებული და უფრო მეტითაც კი. ეს თანამედროვე დათარიღების მეთოდების გამო მოხდა.

ძველ გვირაბებში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი იყო, როგორც კერამიკული მასალა, სხვადასხვა ზომის ქვის უროები, რომლის საშუალებითაც ხდებოდა მადნის მოპოვება. გარდა იმისა, რომ იქ აღმოჩენილი ნახშირით მოხდა ძეგლის დათარიღება, ასევე იქ აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც მიეკუთვნება მტკვარ არაქსის კულტურას, რომელიც IV-ათასწლეულის ბოლოს და III-ათასწლეულის I ნახევარს მიეკუთვნება. ასე, რომ თარიღი გვაქვს ორი მხრიდან ერთი ესაა კერამიკის მეშვეობით დათარიღება და მეორე ეს არის რადიონახშირბადის მეთოდით დათარიღების მონაცემები.

თქვენი აზრით რატომ მოხდა ძეგლის ამოღება კულტურული მემკვიდრეობის სიიდან?

ოფიციალური მიზეზი ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანთა დასაქმებას უკავშირდება, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა იმუშაოს 3000-მა ადამიანმა და ქვეყანა დიდი რაოდენობით შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტში. ამდენად თითქოს გამართლების მოძებნა უნდათ. იმისათვის, რომ სტატუსი მოეხსნათ ეს არაა საკმარისი, რადგან კანონი ძალიან კარგად განსაზღვრავს რა შემთხვევაში შეიძლება მოეხსნას ძეგლს მინიჭებული სტატუსი. ძეგლი ან განადგურებული უნდა იყოს, ან აღარ უნდა შეიცავდეს რაიმე მნიშვნელოვან სიძველეებს და უნდა იყოს სრულად დასრულებული მისი კვლევა. ამ შემთხვევაშიც კი სპეციალური ინსტანციების გავლა სჭირდება და არა ისე, როგორც მოხდა საყდრის-ყაჩაღიანის მიმართ. თავიდანვე კანონის დარღვევით განხორციელდა ყველა ქმედება ამ ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით მიმართული, როგორც მინიჭების, ასევე მოხსნის დროს, თუმცა მოხსნის დროს გაცილებით მეტი გადაცდომა იყო, ვიდრე მინიჭების დროს. თუ მინიჭების დროს რაიმე დარღვევა იყო ის უნდა გამოსწორებულიყო და  ძეგლს უნდა დარჩენოდა აუცილებლად სტატუსი, რასაც არაერთხელ გაუსვა ხაზიკულტურის მინისტრმა, რომ მათ არ მოუხსნიათ სტატუსი, არამედ ხარვეზების გამოსწორებისკენ იყო მიმართული მათი ქმედებები.

თქვენი აზრით კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში რა პროცესები მიმდინარეობს ძეგლთა დაცვის კუთხით, რამდენად დაცულია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა?

სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები არასოდეს ყოფილა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. ეს თავისთავად ცხადია, რადგან მე ვარ ამ სფეროს მუშაკი და უფრო მეტს ვითხოვ ვიდრე სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს რაიმე ქმედება. მაგრამ იყო ძალიან ბევრი შეცდომა, გადაცდომა, კანონის უხეში დარღვევაც რაზეც არაერთხელ იქნა აქცენტი გაკეთებული წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ყველამ იცის ჩვენი ქმედებები საყდრისთან დაკავშირებით. ორივე ეს დაწესებულება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ძეგლების დაცვის მიზნით, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან არაეფექტურია. საუბარი მაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ ძეგლებზე, განსაკუთრებით თურქეთში მდებარე ქართულ ძეგლებზე. ამდენად ძირფესვიანად არის შესაცვლელი სახელმწიფოს მიდგომა კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. სტრუქტურულად უნდა შეიცვალოს ყველაფერი და დაიხვეწოს კანონმდებლობა და არავის რაც უნდა მდიდარი ორგანიზაცია იყოს არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კანონი ფეხქვეშ გათელონ და მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა. სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოახერხოს, რომ კულტურის ძეგლები იყოს სათანადოდ დაცული.

თუ ყოფილა საყდრისის მოვლენების მსგავსი შემთხვევა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ ყოფილა სათანადოდ დაცული და რაიმე საფრთხე შექმნია მის არსებობას?

ვიდრე საყდრისთან დაკავშირებით ეს ტალღა აგორდებოდა „ Iconos- საქართველოსთან“ერთად და მანამდე პირადად მე, ცალკე მცხეთასთან დაკავშირებითგვქონდა ძალიან ბევრი განცხადება, მოვიწვიეთ პრესკონფერენცია, ტელევიზიით, პრესით, სოციალური ქსელით გავავრცელეთ ის ქმედებები რაც ხდებოდა მცხეთასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში. არქეოლოგიის თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ის ქმედებები, როცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული სამუშაოები წარიმართა მცხეთაში და სამი უძველესი ნაქალაქარი, ანტიკური ავტორების მიერ დასახელებული და აღწერილი ქალაქები. ესენია:  არმაზციხე, სევსამურადა, სარკინე იქნა ძალიან დაზიანებული. ყველაზე ნაკლებად ეს შეეხო არმაზციხეს სადაც ყველაზე ნაკლებად მოხდა ძველ ნაშთებზე შეხება. წიწამურის დაახლოებით 1/3 იქნა მთლიანად მონგრეული და იმ ადგილზე არქეოლოგიური აღარაფერი დარჩა. რაც შეეხება სარკინეს, მისი თხემი, სადაც ანტიკური ხანის ტაძარი იდგა, რომელიც სვეტებითიყო, ბერძნული ერთ-ერთი ორდერის სტილის ნაგებობა გახლავთ ეს და მთლიანად იქნა მონგრეული. სამწუხაროდ დღემდე ვერ მოახერხა კულტურის სამინისტრომ და ძეგლთა დაცვის სააგენტომ, რომ შესაბამისი სპეციალისტები ჩასულიყვნენ ამ ძეგლებზე და ენახათ, თუ რა დონის დაზიანება მოხდა.დაზიანება, რომ მოხდა ეს კარგად ვიცით, რადგან სამივე ამ ძეგლზე თითქმის 70 წელია რაც მიმდინარეობს გათხრები და არქეოლოგიურად ძალიან კარგადაა ცნობილი იქ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, რა ტიპის დასახლება და ქალაქი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ცნობები და არქეოლოგიური არტეფაქტებია მოპოვებული სამივე ნაქალაქარზე და სამწუხაროდ დღემდე ჩვენმა არცერთმა სპეციალისტმა არ იცის რა ხდება ამ ტერიტორიაზე. საქართველოში ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობსკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება   და მცხეთა ამის ძალიან ნათელი მაგალითია. თუმცა ამის სხვა მაგალითები შემიძია ჩამოვთვალო, იგივე ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური ობიექტი აჭარაში და ვაჩნარის ნაქალაქარი გურიაში, სადაც ასევე მოხდა საამშენებლო კომპანიების გარკვეული შეხება და შესვლა.

რამდენად გაქვთ დღეს არქეოლოგებს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, რომ თქვენი საქმიანობა აწარმოოთ?

რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ერთითეთრიც კი არ აქვს არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენის, შესწავლის და დაცვის მიზნით გაღებული. ეს სამუშაოები, რომლებიც ტარდებოდა ამ ხნის განმავლობაში ძირითადად ახალ მშენებლობებთან იყო დაკავშირებული და მინდა განსაკუთრებით გამოვყო ,,BP”-ის საქმიანობა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო დონეზე შეძლო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. თუმცა ეს მისი მცდელობა იყო და სხვა არცერთი კომპანია არ აყვა მას და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სხვა ასევე ტრანს-ნაციონალური კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, თუნდაც ეს იყოს ჰესები, საერთაშორისო მნიშვნელობის გზები, რკინიგზა. სხვა ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო, თუ არ შეძლო კულტურული მემკვიდრეობის მხრივ შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხებს აქვთ პრეტენზია თურქეთში არსებულ ქართულ ძეგლებზე. რა ნაბიჯი უნდა გადადგას სახელმწიფომ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად?

მათ არა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მიმართ აქვთ ჩვენგან განსხვავებული შეხედულება და დამოკიდებულება, არამედ თვითონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლს „გვედავებიან“. მთლიანობაში თუ 300 ძეგლს გვედავებიან თურქეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 500-600 ძეგლს ითვლიან საქართველოს ტერიტორიაზე. ერთადერთი საშუალება ამის წინააღმდეგ ბრძოლისა სწორედ ისაა, რომ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არა ასე ხელაღებით დავიწყოთ მათი ნგრევა. აუცილებლად უნდა განახლდეს არქეოლოგიური, ხელოვნებათმცოდნეობითი სამუშაოები. უნდა მოხდეს მათი პოპულარიზაცია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ეს უნდა ვრცელდებოდეს სოციალური ქსელებით, ტელევიზიით, პრესით რაც სამწუხაროდ არ ხდება. სრულიად იგნორირებულია ჩვენთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და შესწავლის საკითხები, თუ არ ჩავთვლით თითოოროლა ინიციატივას, რომლებიც ძირითადად კერძო პირებისა და დამოუკიდებელი მეცნიერებისაგან მოდის. აუცილებელია სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა შეიმუშაოს და შემდეგ განახორციელოს. ის კანონი რაც დღეს საქართველოში მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პირადად მე არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მის შედგენაში მეც მივიღე მონაწილეობა. დრო გავიდა და შიგნით ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ყველაფერს ჭირდება დაცვა, იმას კი რასაც კანონი ქვია. კანონის უზენაესობა უნდა აღდგეს, კანონი უნდა იყოს საერთაშორისო ნორმების შესაბამისობაში მოსული და საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დღევანდელი საზღვრები და მისი დარღვევა რასაკვირველია არ შეიძლება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის გარეთ ძალიან ბევრი ქართული კულტურის ძეგლია მოქცეული და ის ქვეყნები რომელთა ტერიტორიაზეც არის მოქცეული ვალდებულნი არიან დაიცვან, როგორც სხვა ძეგლები მათ ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და ყოველთვის ვიყოთ საქმის კურსში, ვმონაწილეობდეთ მათ შესწავლაში და მათი ბედი გვაღელვებდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი.

ამჟამად საყდრისთან დაკავშირებით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც აქტიურად მუშაობს. როგორ აფასებთ მათ მუშაობას და რამდენად საჭიროა მსგავსი ინიციატივები იყოს უფრო ხშირი?

მე ყველა მსგავს ინიციატივას მივესალმები, თუნდაც ჩემგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ ეს ყოველივე ცივილურ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და საშუალება. მგონია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ყველა ჯგუფი, ყველა კერძო ინიციატივა კი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობა, რადგან სახელმწიფოს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ამ პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტა და საზოგადოების აზრი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ფორმირება სწორედ კანონის და პოლიტიკის საზოგადოების დაკვეთიდან უნდა გამოდიოდეს.

 12.04.14

გიორგი ჩუბინიძე

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4Share2

მსგავსი სტატიები

,,ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ…“ – მეგი გოგიტიძე  
ახალი ამბები

,,ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ…“ – მეგი გოგიტიძე  

2022/07/22
მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს
ახალი ამბები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს

2022/07/02
უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ქართული ოცნების დამსახურებაა – ყაველაშვილი აქციაზე 
ახალი ამბები

უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ქართული ოცნების დამსახურებაა – ყაველაშვილი აქციაზე 

2022/06/21
Next Post
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია დამტკიცდა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

Discussion about this post

ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა 
ახალი ამბები

„ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
 

2022/08/05
0

ძალიან ლამაზი, ფერადი და ხარისხიანი ნამუშევრები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, ნინო ქოჩორაშვილის გემოვნებით იქმნება. საკუთარი ფანტაზიით მოქარგული სილამაზეები ხელოვანს დროის საუკეთესოდ...

სრულად
„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს 

„დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
 

2022/08/05
70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

2022/08/02
„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

„თბილისში ჩამოვედი, მადლობა მინდა გადავუხადო და უკანასკნელ გზაზე გავაცილო“ – ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე, გუდაურში დაღუპულ მაშველებზე 

2022/08/02
თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

თბილისში ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება იგეგმება 

2022/08/02
ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა დედაქალაქისთვის იპოდრომის გადაცემით და მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე  

2022/08/02
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები 100 000-100 000 ლარს მიიღებენ  

2022/08/01

საინტერესო

ნინო ლაღიძე: “არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო”

5 წელი ago
TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება

TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება

6 წელი ago
მიხეილ ბატიაშვილი: ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი  წინგადადგმული ნაბიჯია

მიხეილ ბატიაშვილი: ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია

4 წელი ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

6 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • „ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც მადლიერი ადამიანის გახარებულ სახეს ვხედავ“  – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა
     
    2022/08/05
  • „დედეე ჯიმ“ – სვანური მარილი, რომელიც უნიკალურ სურნელსა და გემოს ინარჩუნებს
     
    2022/08/05
  • 70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა  2022/08/02

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In