საინფორმაციო სააგენტო “თბილისი თაიმსი”, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს საყდრისის თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების ყველა ეტაპზე. სააგენტო აქტიურად აშუქებდა დღემდე მიმდინარე ყველა მოვლენას და ვცდილობდით საზოგადოებისათვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ამ თემის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პროტესტმა განსაკუთრებით მძაფრი ფორმა დღეს მიიღო, როდესაც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ადგილზე კარვების აქცია გამართა, რომელსაც საზოგადოების ცნობილი წევრები და უბრალოდ მოქალაქეები შეუერთნენ.
ჩვენი სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით.
14.04.14
Discussion about this post