საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდეს.
როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , აღნიშნული საკითხი მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა შეხვდება ყველას, ვისაც მასთან გასაუბრება სურს.
“ზოგიერთი საკითხი არის პირდაპირ მთავრობის კომპეტენცია. ჩვენ ვიმყოფებით ახალ რეალობაში და იცით, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის კომპეტენციაა ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და არა ყველა საკითხი, თუნდაც ის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყოს. ვისაც ჩემთან შეხვედრა და გასაუბრება უნდა, შევხვდები, მაგრამ ეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს – ძირითად ღირებულებებს ნაკლებად ეხება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლების მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვაზე კომენტირებისას, რომელშიც ისინი პრეზიდენტს მათთან შეხვედრას სთხოვენ.
14.04.14