ხაშურელი გიორგი მეტრეველი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ოქროს მედალი ესპანეთში გამართულ შეჯიბრში მოიპოვა, რომელიც ჭაბუკთა შორის ჭიდაობა სამბოში გაიმართა.
გიორგი მეტრეველი საქართველოში დღეს დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ხაჩიძე და თანამშრომლები დახვდნენ.
გიორგი მეტრეველი, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2012 წლის ევროპისა და 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონია.
15.04.14