თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს კოალიცია “ქართული ოცნება” 26 აპრილს დაასახელებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენს გამარჯვებაში. რაც შეეხება შტაბებს, დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად, ყველა შტაბი ამოქმედებულია. თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს კი 26 აპრილს წარმოგიდგენთ”, – განაცხადა გიორგი გეგეჭკორმა.
16.04.14