გაერო უკრაინაში ამ ეტაპზე თავის მშვიდობისმყოფელებს არ გააგზავნის. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა.
როგორც ბან კი მუნმა აღნიშნა, ვიდრე გაერო მშვიდობისმყოფელებს გააგზავნის, აუცილებელია ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს წევრებთან შეათანხმოს.
“სულ მცირე ჩვენ უნდა გვქონდეს მანდატი და უშიშროების საბჭოს თანხმობა. ამის გარეშე მე არ შემიძლია რაიმე ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ბან კი მუნმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა ბან კი მუნს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს გაერო-ს მშვიდობისმოყოფელების გაგზავნის თაობაზე თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
16.04.14
Discussion about this post