ძეგლთა დაცვის სააგენტოს სამმა თანამშრომლებმა დღეს საყდრისის მაღარო მოინახულეს. მიმდებარე ტერიტორია კი ფარულად, განმარტების გარეშე დატოვეს. როგორც საყდრისთან გამართული აქციის მონაწილეებმა გვაცნობეს ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად ისურვეს ობიექტზე შესვლა. “აქციის მონაწილეთათვის მოულოდნელი მსგავსი მონახულება ძეგლის და არც არანაირი აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან არც ამ ადამიანების კომპეტენცია ვიცოდით და არც ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ უბრალოდ შევსულიყავით ობიექტზე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ შევიდეთ საყდრისზე დარგის სპეციალისტებთან ერთად, მოხდეს მიმდინარე მდგომარეობის ასახვა, დაფიქსირება. ამ მდგომაროებით გამოცხადდეს მორატორიუმი და შემდგომ გერმანიის საელჩოს მიერ მოწვეული 5 უცხოელი ექსპერტის მონაწილეობით მოხდეს საბოლოო დასკვნის დადება. დღეს რაც მოხდა ეს დაცინვა იყო. 3 შეშინებული ადამიანი მოვიდა, დაბნეულები და გვეუბლებოდნენ, რომ სასწრაფოდ გავყვეთ ობიექტზე, თორემ უჩვენოდ შევლენ. არის კადრები გადაღებული როგორ იყვნენ დაშინებულები” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ობიექტზე შესულმა სამმა ადამიანმა, მონიტორინგის უფლება ოქროს მომპოვებელი კომპანიისგან ოფიციალურად მიიღო. უძველესი მაღაროს არქეოლოგების და აქციის რამდენიმე მონაწილის გადაადგილება კომპანია არემჯი-გოლდის უსაფრთხოების სამსახური მკაცრად აკონტროლებდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაღაროს დათვალიერების შემდეგ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა საყდრისის ტერიტორია ფარულად, ერემჯი გოლდის თანამშრომლების დახმარებით ყოველგვარი განმარტების გარეშე დატოვეს. არქეოლოგებს კომენტარი არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებთან გაუკეთებიათ. საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე მონიტორინგის ჯგუფთან ერთად მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილე ირაკლი ლომიძე კი აცხადებს, რომ ისტორიული ძეგლი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, რომ მიმდინარეობს ნელნელა ნგრევა, მართალია აცხადებენ, თითქოს წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს თუმცა, შუაწელიდან ნელნელა აზიანებენ მთას და შესაბამისად მთელს ძეგლს. ყოველ ნახევარ საათში ერთდხელ საყდრისიდან გადის დატვირთული მანქანა” – აცხადებს ლომიძე. https://www.youtube.com/watch?v=_e1t8y3IaMY&feature=youtu.be