საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებმა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს, სადაც პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ნიკოლაიშვილს, შეხვდნენ.
საუბრის თემა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არსებული გამოწვევები იყო, გიორგი ნიკოლაიშვილმა ისაუბრა პრობლემებზე საგარეო პოლიტიკაში და მიმდინარე საქმიანობაზე.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამინისტროს წარმომადგენლებსა და აკადემიის მსმენელებს შორის.
პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მნიშვნელობაზე პროფესიონალი კადრების აღზრდის საქმეში,ასევე ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აკადემიის სამომავლო საქმიანობის პერსპექტივებზე.
“ჩვენ თქვენს შრომას, სწავლას, მოღვაწეობას მხარს ვუჭერთ.დიპლომატიის სფეროში განათლება და მომზადება ძალიან გვჭირდება, ჩვენ ამ მიმართულებით სპეციალიზებული უნივერსიტეტები და სასწავლებლები არ გვაქვს, მაგრამ დაარსდა დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია, რომელმაც უნდა იმუშაოს იმაზე რომ გაზარდოს პროფესიონალები, რომლებიც ძლიერ და მოსალაპარაკებლად რთულ მეტოქეებთანაც დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.”-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
17.04.14
ნინა პირტახია