საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი, გამარტივებული პასპორტიზაციის პირობებში, რუსულ პასპორტს მიიღებს, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს.
განცხადება მაია ფანჯიკიძის მოადგილემ ცოტა ხნის წინ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დავით ზალკალიანი გიორგი მარგველაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუდიენციის მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
22.04.14