კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია დედაქალაქის ქუჩებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
კოალიციის ცნობით, დავით ნარმანია დღეს ავლაბარსა და მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ქუჩებზე არსებულ ვითარებას გაეცნო. სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა და საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის არარსებობა წვიმის დროს ავტომანქანით გადაადგილებას განსაკუთრებით აფერხებს.
დავით ნარმანიას განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი უპირველესი ამოცანა ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და გზებზე ასფალტის საფარის დაგება იქნება.
“თითქმის მთელ ქალაქში ასეთი პრობლემებია. განსაკუთრებით წვიმის დროს რთულდება გადაადგილება. ბევრი სახლია, სადაც სანაიღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, წყალი შედის; სადაც მოხსნილია გზის საფარი”, – აცხადებს ნარმანია.
მისივე თქმით, თბილისის მერია ვალდებულია, გზის საფარი, მოხსნიდან 24 საათში დააგოს.
22.04.14